Georgian Airways-ს ახალი გენერალური დირექტორი ოფიციალურად დაინიშნა- „12 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი ამერიკული გამოცდილება და კავშირები საქართველოს მოვახმარო“ –

Georgian Airways-ს ახალი გენერალური დირექტორი ოფიციალურად დაინიშნა- „12 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი ამერიკული გამოცდილება და კავშირები საქართველოს მოვახმარო“ –

access_time2019-03-28 16:40:19


Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ახალ გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია ოფიციალურად წარუდგინა.


რომან ბოკერია ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, მან 2008- 2010 წლებში განათლება ფლორიდის შტატში ტამპას უნივერსიტეტში მიიღო და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. რომან ბოკერიამ მედიასთან იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაზე ისაუბრა, რასაც კომპანია Georgian Airways საჭიროებს. მისი თქმით საჭიროა რესურსების ოპტიმიზაცია და საკუთარი და კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება ამაში სასარგებლო იქნება.


„ჩავთვალე, რომ 12 წლის შემდეგ დრო იყო დავბრუნებულიყავი საქართველოში და ჩემი ამერიკული ცოდნა, გამოცდილება და კავშირები გამომეყენებინა ამ სტრატეგიული დარგის სრულყოფისთვის და საერთაშორისო სტანდარტების დასანეგრად. აირზენამ 100 პროცენტით გაზარდა საქმიანობა და ახლა უკვე საჭიროა რესურსების ოპტიმიზაცია, ამაში ჩემი ამერიკული ბიზნესგამოცდილება სასარგებლო იქნება. მთავარი რესურსებში ვგულისხმობ ფინანსურ, ადამიანურ და დროის რესურსებს. კომპანიას აქვს აშკარად გამოკვეთილი ზრდა, შესაბამისად საჭიროა შიდა აუდიტი, კონკრეტული მიზნების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება ამ მიზნების მისაღწევად. 25 წელიწადია „ჯორჯიან ეარვეისი“ ბაზარზე არსებობს, ვფიქრობ საჭიროა ამ მრავალწლიანი გამოცდილების გაზავება საერთაშორისო გამოცდილებასთან.“-Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.




Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ პრესკონფერენციის შემდეგ იმ მძიმე კონკურენციაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად საავიაციო სივრცეში არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანია უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ მიმართულებებს შესთავაზებს. 



„კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებების განხორციელება, რადგან საქართველოში მძაფრ კონკურენციას ვაწყდებით, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში. ბატონ რომანს საკმაო გამოცდილება აქვს ბიზნესში, ერთ თვეზე მეტია ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მასთან და იგი ავიაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესის საქმის კურსშია. ამჟამად ევროპის ფაქტიურად ყველა დედაქალაქის მიმართულებით ხორციელდება ფრენები. ამასთანავე ვამატებთ ახალ მიმართულებებს, რადგან მოთხოვნა გაიზარდა და უვიზო რეჟიმმა ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას.“ - აცხადებს თამაზ გაიაშვილი. 



Georgian Airways ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისთვის ავიაკომპანია 17 ავიამიმართულებით ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ავიაგადამზიდია. 2018 წელს ავიაკომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით 550831 მგზავრი გადაიყვანა. კომპანიას საქართველოს საავიაციო ბაზრის 14% უჭირავს.


მარიამ მორგოშია






საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up