Georgian Airways-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

Georgian Airways-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

access_time2021-10-15 23:00:00

ავიაკომპანია Georgian Airways-ს ახალი გენერალურ დირექტორი ჰყავს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე რომან ბოკერია დავით გაიაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც ავიაკომპანიის 80%-ის წილი მფლობელია. რომან ბოკერიამ Georgian Airways-დან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა და განაცხადა, რომ მის მიერვე დაარსებულ ქართულ-ამერიკული კომპანია “საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში” გადადის.


რაც შეეხება დავით გაიაშვილს, რომელიც საჯარო რეესტრში ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორად უკვე დარეგისტრირებულია, ის ავიაკომპანიის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის ძმაა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ (პასუხისმგებელი დირექტორი) რჩება რობერტ ოგანესიანი.


შეგახსენებთ, რომ დღეისათვის Georgian Airways-ის 80%-ს დავით გაიაშვილი, ხოლო 20%-ს შპს “ჯორჯიან ეარ სერვისი” ფლობს.


რაც შეეხება “ჯორჯიან ეარ სერვისს” მისი 90%-იანი წილის მფლობელია ეთერი გაიაშვილი, ხოლო 10%-ის სოფიო გვენცაძე.


ავიაკომპანია Georgian Airways-ი ფრენას 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს (2004 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მან “აირზენა – საქართველოს ავიახაზების” სახელით იარსება).



თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში, ასევე, რეგულარულ რეისებს ავსტრიაში.


საქართველოში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად, ავიაკომპანიამ შეძლო წარმატებული კომპანიის შექმნა და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე.


1999 წელს ავიაკომპანია “აირზენა” გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.


2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანია „აირზენამ“ სახელწოდება, მან ოპერირება Georgian Airways-ის სახელწოდებით განაგრძო.


2000 წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო BOEING 737-500 ტიპის ორი თვითმფრინავი კომპანიისაგან HAPAG-LLOYD.


ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ ავიაკომპანია Georgian Airways-ი მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.


avianews.ge




თეგები:
Georgian Airways



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up