COVID– ის რეგულაციებისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ფრენები შემცირდა ნოემბრის თვეში: ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია Georgian Airways–ი ავრცელებს.
„22 ნოემბერი - თბილისი-ვენა-თბილისი - გაუქმებულია;
18, 25 ნოემბერი - თბილისი-ბერლინი-თბილისი - გაუქმებულია;
13, 20, 27 ნოემბერი - თბილისი-პარიზი-თბილისი - გაუქმებულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა, ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ მეილებზე: info@georgian-airways.com , online@georgian-airways.com.
ბოდიშს გიხდით გამოწვეული დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.