Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

access_time2020-01-22 14:00:15

Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს.


დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის ივნისში, Georgian Airways-ისთვის რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელშიც რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ Georgian Airways-სს სანავიგაციო მომსახურების დავალიანება ჰქონდა, ხოლო მისი საავიაციო უსაფრთხოება კი, საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ფრენების აკრძალვის შემდეგ, ავიაკომპანია იძულებული გახდა 40 000-ამდე გაყიდული ბილეთი უკან დაებრუნებინა, რითაც Georgian Airways-ის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ზარალმა 25 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


რომან ბოკერიას განცხადებით,Georgian Airways-ის პარტნიორი ამერიკული იურიდიული კომპანია ამზადებს დოკუმენტაციას, რომელიც უნდა  წავიდეს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში -  International Center for Settlement of Investment Disputes (ICSID)-ში. „დიდი დრო წაიღო იმის გარკვევამ, თუ რომელ ინსტიტუციას შეუძლია, რომ ეს საკითხი განიხილოს და რუსეთის მთავრობა დაითანხმოს. აქედან გამომდინარე, იყო ვარიანტი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, სადაც არის კომერციული და ბიზნეს საქმეების განხილვა, მეორე იყო International Chamber of Commerce, რომელიც არის საერთაშორისო სავაჭრო პალატა და მესამე - ICSID.  ამ ინსტიტუციაში ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვების შანსი. ახლა მზადდება დოკუმენტაცია და იქნება საარბიტრაჟო განხილვა.“ - განაცხადა რომან ბოკერიამ.


მისი ინფორმაციით, ქართულ ავიაკომპანიას გამარჯვების დიდი შანსი აქვს რადგან ის არგუმენტები,რაც რუსეთის მთავრობას მათ წინააღმდეგ აქვს, ადვილად დამტკიცებადია. მისი განმარტებით, იურიდიული კომპანია, რომელთანაც Georgian Airways-ი თანამშრომლობს, საერთაშორისო დავების წარმატებით მოგვარების პრაქტიკითაა ცნობილი.



„თებერვალში ჩავდივარ ვაშინგტონში, სადაც არის ჩვენი პარტნიორი  იურიდიული კომპანია და ამ კომპანიასთან ერთად უნდა წარვსდგეთ მათ საბჭოზე დაფინანსების მოსაპოვებლად.  ეს განხილვა და პროცესი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მილიონობით დოლარი უნდა დაიხარჯოს სანამ რამე შედეგს მივაღწევთ.  აქედან გამომდინარე, მათ აქვთ საბჭო, რომელიც განიხილავს მსგავსი ძლიერი ქეისების დაფინანასებას.  ჩვენგან არ იქნება დაფინანსება , იქნება ამ იურიდიული კომპანიის ინვესტორთა საბჭოს მიერ. ამ კომპანიამ კლიენტს სეულის მთავრობასთან 2 მილიარდიანი დავა მოაგებინა.


ჩვენი ზარალი 25 მილიონი დოლარია, მაგრამ ქეისი იქნება 250 - 300 მილიონ დოლარზე, რადგან გამოითვლება რამდენიმე ირიბი ზარალიც, დაკარგული დრო ,დაკარგული შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ორი მთავარი მიზეზია, რაც გვაძლევს გამარჯვების საფუძველს  - ერთი არის ის, რომ თვითონ ქეისი როცა განიხილეს ნახეს, რომ რუსეთის ოფიციალური პრეტენზია ჩვენს მიმართ თითიდან გამოწოვილ ფაქტზე იყო დაფუძნებული, თითქოს ჩვენ ვალი გვაქვს და სინამდვილეში არ გვაქვს არავითარი ვალი. მეორე მიზეზია მათი ნათქვამი, თითქოს ტექნიკურად არ შეესაბამება Georgian Airways-ი  საერთაშორსიო სტანდარტებს, რაც ტყულია იმიტომ, რომ მთელი ევროპის სტანდარტები გვაქვს ჩაბარებული. პროცედურა ითხოვს 10 მილიონ დოლარამდე ხარჯს და ეს უნდა მიიღოს თავის თავზე ამ იურიდიულმა კომპანიამ, რომელიც დარწმუნებული უნდა იყოს გამარჯვებაში.“ - ამბობს რომან ბოკერია.


ცნობისთვის, გასული წლის 21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება საქართველოში ივნისის საპროტესტო აქციებს უკავშირდება.  საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიების ზარალმაც  15,3 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

 

 მარიამ მორგოშია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up