Georgian Airways-ის მფლობელი: თავისუფალი ბაზარი XIX საუკუნის პოლიტიკაა, გამოსავალი რეგულაციებია

Georgian Airways-ის მფლობელი: თავისუფალი ბაზარი XIX საუკუნის პოლიტიკაა, გამოსავალი რეგულაციებია

access_time2018-12-06 16:25:45

საქართველოს ავიახაზების მფლობელისთვის ლიბერალური ავიაპოლიტიკა მიუღებელია. თამაზ გაიაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ სასურველია, ფრენები ყველა ქალაქში პირდაპირი რეისით განხორციელდეს და არა, მაგალითად, სტამბოლის გავლით.


მისი აზრით, გამოსავალი რეგულაციებია, თავისუფალი ბაზარი კი მე-19 საუკუნის ბიზნესის პოლიტიკა.


"ხალხი გაჭირვებულია, პურის ფული არ აქვთ, ხომ ხედავთ, რამდენია გაუბედურებული. გაიზარდა მგზავრების ნაკადი, მაგრამ აისახა ეს მოსახლეობაზე რამით? ჩვენს მოსახლეობამდე რამე მივიდა, იგრძნო სიკეთე რამე?


რაც უფრო მეტ ქალაქში იფრენს ავიაკომპანია, ჩვენთვის კარგია. სჭირდება მომხმარებელს სახლში კვერცხი, 100 ცალი და ჩვენ ვთავაზობთ მილიონს, რამე უკეთესობისკენ შეიცვლება? ეს იგივეა რა.


ჯობია, რომ არა ერთი ქალაქიდან იფრინოს ათმა რეისმა, არამედ ყველა ქალაქში იფრინოს პირდაპირ. ანუ, არა სტამბულის გავლით, არამედ პირდაპირ იმ ქალაქში მივდიოდეთ, სადაც მივფრინავთ. ქართველებს ძალიან გვიხარია, რომ ყველა ქალაქში სტამბულის გავლით მივდივართ? ავიაკომპანია ბევრი იყოს, მაგრამ იყოს ყველა ქვეყნიდან. ბევრი ადამიანისგან ვიცი, რომ მათ არ მოსწონთ ყველგან სტამბოლით ფრენა.


ამიტომ არსებობენ სამინისტროები, რომ ამის რეგულირება მოახდინონ. მე-19 საუკუნეში არ უნდა ვცხოვრობდეთ, მე-19 საუკუნის ბიზნესს არ ვეწეოდეთ, ქაოსურ ბიზნესს და ქაოსურ საქმიანობას, ყველა ბიზნესი უნდა იყოს რეგულირებადი. მთელი მსოფლიო ამისკენ მიდის. არ არსებობს, რეგულირების გარეშე, ბაზარმა არეგულიროს სიტუაცია, რასაც ბენდუქიძე გვმოძღვრავდა, ეგ არის მე-19 საუკუნის ბიზნესი და ჩვენ დღეს 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ.



ყველა ქვეყანასთან უნდა გვქონდეს საჰაერო მიმოსვლა, მაგრამ არა ისე, რომ ამ ქვეყნებში თურქეთის და ყატარის გავლით დავფრინავდეთ", - თქვა გაიაშვილმა ტაბულასთან საუბარში.


მისი თქმით, ავიაბაზრის რეგულირების მოთხოვნა კავშირში არ არის 2010 წელს ევროკავშირთან და აზიის ქვეყნებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან "საჰაერო სივრცის შესახებ", რომელთა მიზანიც, პირველ რიგში, ტურიზმის განვითარება იყო. მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, "შეუძლებელია ტურისტების მაქსიმალურად მოზიდვა, თუ ქვეყანაში ფრენა მხოლოდ ზოგიერთ ავიაკომპანიას შეეძლება". საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად შეეხო ქუვეითს, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, თურქეთის და სხვა ქვეყნების ავიაკომპანიებს. ამ შეთანხმებებმა ხელი შეუწყო ქვეყანაში უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლასა და მსოფლიოს ათეულობით ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ დღეს გავრცელებული სტატისტიკური ინფორმაციით, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა - საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 4,688,177 მგზავრს მოემსახურა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 3 808 668 მგზავრი იყო.


ნოემბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი იყო ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 261 209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 218 813 მგზავრი). ხოლო 11 თვეში - 3 547 553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21% შეადგინა (2017 წლის 11 თვე - 2 943 553 მგზავრი).


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის ნოემბერში 132%-ით გაიზარდა და 47 868 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ნოემბერი - 20 591 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია (2017 წლის 11 თვე 380 552 მგზავრი).


ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 24 677 მგზავრმა ისარგებლა, რაც 33% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 18 553 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და 580 370 მგზავრი შეადგინა (2017 წლის 11 თვე 484 563 მგზავრი).


ტაბულა



თეგები:
Georgian Airways



ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up