ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია დაინიშნა

ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია დაინიშნა

access_time2019-03-27 17:50:42

28 მარტს ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანიის სათაო ოფისში პრესკონფერენციას გამართავს და მედიის წარმომადგენლებს ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ ახალ გენერალურ დირექტორს წარუდგენს.


ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალური დირექტორის პოსტი რომან ბოკერიამ დაიკავა. რომან ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებებში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996). შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003). 2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში - ტამპას უნივერსიტეტში, ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში. ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. 


პრესკონფერენციაზე თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანიის საავიაციო პოლიტიკაზეც ისაუბრებს და ასევე გააჟღერებს ავიაკომპანიის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.



,,ჯორჯიან ეარვეისი’’ ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისთვის, ავიაკომპანია 17 ავიამიმართულებით ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ავიაგადამზიდია. 2018 წელს ავიაკომპანიამ 550831 მგზავრი გადაიყვანა. ,,ჯორჯიან ეარვეისს’’ საქართველოს საავიაციო
ბაზრის 14% უჭირავს + 1/2% წლიური ზრდით.


(R)





როგორი იქნება ახალი სარეკრეაციო სივრცე ყაზბეგში (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი სარეკრეაციო სივრცე ყაზბეგში (ფოტოები)
access_time2020-08-04 12:20:14
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაბა სტეფანწმინდაში ახალი სარეკრეაციო სივრცე „ელიას პარკი“ ეწყობა.მოსასვენებელი სივრცის პროექტირებას არქიტექტურული კომპანია „სპექტრუმი“ ახორციელებს, რომელიც მიზნად 15 590 კვ.მ. რეკრეაციული ტერიტორიის რეაბილიტაციასა და მრავალფუნქციური სივრცის მოწყობას ისახავს. საპროექტო პარკის ცენტრს, როგორც იდეოლოგიურს, ასევე ფუნქციურს წარმოადგენს ლითონის კონსტრუქციით შექმნილი, დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლის მქონე გადმოსახედი ეწ. ბელვედერი,...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up