Georgian Airways-ი ყოველ შესრულებულ ევროპულ რეისზე იღებს 20-30 ათასი დოლარის ოდენობის ზარალს – რომან ბოკერია

Georgian Airways-ი ყოველ შესრულებულ ევროპულ რეისზე იღებს 20-30 ათასი დოლარის ოდენობის ზარალს – რომან ბოკერია

access_time2020-04-16 19:37:34

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ყოველ შესრულებულ ევროპულ რეისზე იღებს 20-30 ათასი დოლარის ოდენობის ზარალს. დღეისათვის ავიაკომპანია Georgian Airways-მა უკვე იზარალა 250 ათას დოლარზე მეტი, აცხადებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია, რომელიც “მთავარი არხის” მიერ მომზადებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ავიაკომპანია Myway Airlines-ის მენეჯმენტი Georgian Airways-ის პრივილეგიებზე საუბრობს.


“სიუჟეტში საქართველოს მთავრობა და ავიაკომპანია Georgian Airways-ი, არც მეტი, არც ნაკლები, კორუფციულ გარიგებაში დაგვადანაშაულეს, რაც არამარტო სიცრუე, არამედ წარმოუდგენელი უსინდისობაცაა”, ამბობს ბოკერია.


“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ტელეკომპანია „მთავარის“ 15 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ერთ სიუჟეტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ავიაკომპანია Georgian Airways-ის ურთიერთობას ეხებოდა. სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ხოლო ავიაკომპანია Myway Airlines-ის საქმიანობა ხელოვნურად შეფერხებულია (ცნობისთვის: Myway Airlines-ის დამფუძნებლები გავლენიანი ჩინელი ბიზნესმენები არიან), რაც მტკნარი სიცრუეა.


სიუჟეტში საქართველოს მთავრობა და ავიაკომპანია Georgian Airways-ი, არც მეტი, არც ნაკლები, კორუფციულ გარიგებაში დაგვადანაშაულეს, რაც არამარტო სიცრუე, არამედ წარმოუდგენელი უსინდისობაცაა.


Georgian Airways-მა პანდემიის გამო 21 მარტიდან შეწყვიტა რეგულარული ფრენები და დღეისათვის მთავრობასთან შეთანხმებით მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებს უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად. რეისები, ძირითადად, იმ მიმართლებებზე სრულდება, რომლებზეც ჩვენი კომპანია რეგულარულ ფრენებს ახორციელებდა.



ასობით ჩვენს თანამემამულეს რეისებზე ბილეთები წინასწარ ჰქონდა შეძენილი და რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ მომსახურების გარეშე დარჩა.


რომელ კორუფციაზე შეიძლება საუბარი იმ დროს, როდესაც ეს რეისები სრულდება ცალმხრივი დატვირთვით. თბილისიდან, პრაქტიკულად, ცარიელი თვითმფრინავი მიფრინავს, რომელიც მხოლოდ ადგილზე ივსება. თანაც, ბილეთები იყიდება, სახელმწიფოს მიერ დადგენილ, – 199 ევროდ.


ავიაკომპანია Georgian Airways-ი ყოველ შესრულებულ ევროპულ რეისზე იღებს 20-30 ათასი დოლარის ოდენობის ზარალს. დღეისათვის ავიაკომპანია Georgian Airways-მა უკვე იზარალა 250 ათას დოლარზე მეტი.


Georgian Airways-ს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება არ მიუღია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპანია, როგორც ყოველთვის, არსებობის ოცდაშვიდი წლის მანძილზე, მხარში უდგას საკუთარ ხალხს და მთავრობას ამ მძიმე გამოწვევის დროს.


ჩვენ საქართველოს მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამუშავდება ბიზნესისთვის დახმარების პროგრამა, გაითვალისწინოს Georgian Airways-ის უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა. ეს საყურადღებოა იმის გათვალისწინებითაც, რომ Georgian Airways-ი 700-ზე მეტ კვალიფიციურ კადრს უზრუნველყოფს საშვებულებო-სახელფასო ანაზღაურებით, რაც ამ პერიოდისთვის სოლიდურ თანხას შეადგენს და, პრაქტიკულად, შემოსავლების გარეშე დარჩენილ ავიაკომპანიას უმძიმეს ტვირთად აწვება.


აქვე მინდა გამოვეხმაურო საქართველოში კარგად ცნობილ იმ თაღლით ვაი-ექსპერტებს, რომლებიც სიუჟეტში მონაწილეობდნენ და მდგომარეობის ცრუ ანალიზით მოსახლეობის მოტყუებას ცდილობდნენ. ამაოა ეს თქვენი მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოთ.


თუკი ავიაკომპანია Myway Airlines-ი ასე დაინტერესებულია, რომ ქართველ ხალხს დახმარების ხელი გამოუწოდოს, მას შეეძლო ჩინეთიდან ჩამოეტანა ეპიდემიის დროს საჭირო და აუცილებელი ის აღჭურვილობა (ნიღბები, ფილტვების სავენტილაციო აპარატურა და ა.შ.) რის დეფიციტსაც საქართველო განიცდის”, აცხადებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი.


avianews.ge


თეგები:
Georgian Airways



„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up