1 ივლისიდან ჯორჯიან ეარვეისი რეგულარულ ფრენებს იწყებს.ამის შესახებ კომპანის Facebook გვერდზეა დაანონსებული. „გუშინ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა რეგულარული რეისების აკრძალვის შესახებ, რომელიც 31 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი/ივნისის ბილეთები, შეუძლიათ უფასოდ გადაჯავშნონ, სხვა ალტერნატიულ თარიღებზე. მოუთმელად გელით ბორტზე“-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან სრულად შეწყდა საჰაერო მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს ავიახაზების ფრენები, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოყავს.