ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 13 ივნისს ბათუმი-თბილისის შიდა ავიარეისის შესრულების შესახებ განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:
„ბათუმელებო! გსურთ დატკბეთ დედაქალაქის ატმოსფეროთი და ღამის ცხოვრებით? ჩამოდით თბილისში, ჩვენი პირდაპირი რეისით, 13 ივნისს. ერთი გზა: ბათუმი-თბილისი - 55 ევრო + აეროპორტის მოსაკრებელი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი გაყიდვების ოფისებსა და ვებ საიტზე!“-ნათქვამია განცხადებაში.