Georgia Capital-ის ახალი ქართული ბრენდი Amber Group-ი საქართველოში ბრენდულ სასტუმროებს ააშენებს

Georgia Capital-ის ახალი ქართული ბრენდი Amber Group-ი საქართველოში ბრენდულ სასტუმროებს ააშენებს

access_time2019-11-07 17:15:54

ტურიზმის სექტორში კომპანია Georgia Capital ახალი ქართული ბრენდით Amber Group-ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საქართველოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.


სასტუმრო Kempinski-ს სამშენებლო ობიექტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის სექტორში ახალი მიმართულების ჩამოყალიბებასა და უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული კომპანია m2 Group-ის გეგმებზე ისაუბრეს. „Georgia Real Estate Holding“ (GRE) საინვესტიციო კომპანია „Georgia Capital“-ის პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე ორ უმსხვილეს მიმართულებას - m2 Group-სა და სასტუმროებისა და ტურიზმის მიმართულებებს გააერთიანებს.


Georgia Real Estate Holding-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბურდილაძე აცხადებს, რომ Amber Group-ი ეს არის ბრენდი, რომელიც ფოკუსირებულია ქართული ტურისტული პოტენციალის ამაღლებაზე და მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე საქართველოში.


 „გვჯერა რა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის, ჩვენ ვხედავთ განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს ტურიზმის მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 საასტუმროს გახსნა დედაქალაქსა და რეგიონებში, ამისთვის უკვე მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი“- განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.



ჯგუფის მიერ განხორციელდება არაერთი პროექტი, აშენდება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები- Kempinski, Ramada , Ramada Encore და ა.შ.  მთლიანად ამ ბრენდული სასტუმროების აშენებისთვის შემდეგი სამი წლის მანძილზე 74 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.


ჯამში Amber Group-ის შემოსვლით შეიქმნება 1500 სამუშაო ადგილი და 1200 ოთახი, სასტუმროები გაიხსნება შოვში, გუდაურსა და მესტიაში. 


Georgia Capital-ი 5 წლის განმავლობაში ტურიზმის მიმართულებით 540 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.


(R)


თეგები:
GEORGIA CAPITAL M2



რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...


მსგავსი სიახლეები

up