GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

access_time2021-02-25 19:00:13

კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.

 

კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.

 

ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში პროდუქტების ექსპორტის საშუალებას მისცემს.

 

საიტი east. Fruit.com  GeoFresh-ის გენერალური დირექტორს სალომე ყველიაშვილს გაესაუბრა.

 

რატომ გადაწყვიტეს ინვესტორებმა მაინც და მაინც სატაცურის და ლურჯი მოცვის მოყვანა, თანაც, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში?

 

ლურჯი მოცვი ძალიან პერსპექტიული კენკრაა, მას მთელს მსოფლიოში საკუთარი ნიშა უჭირავს. საქართველოში მისი მოყვანისთვის ძალიან შესაფერისი კლიმატური პირობებია.

მუშაობა 2016 წელს დავიწყეთ, პირველი მოსავალი 30 ტონა იყო, 2021-ში კი უკვე 60-70-ს ველოდებით.

 

ლურჯი მოცვის კრეფის სეზონი ივნისი-ივლისია. ჩვენ ასევე საწარმო გვაქვს, სადაც კენკრა იყინება, ინახება და იფუთება. დღეს ჩვენ ამ საწარმოს მოდერნიზებაზე ვმუშაობთ, კერძოდ გაყინვის და შენახვის სისტემებს ვაახლებთ.

 

წარმატებული დასაწყისის შემდეგ ებრაელმა ინვესტორებმა სატაცურის მოყვანის შესაძლებლობების შესწავლაც დაიწყეს. დღეს არსებულ პლანტაციაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, თუნდაც იმიტომ, რომ შესაფერისი აგრონომის მოძიება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ.


 

პირველი მოსავალი 2020 წელს მივიღეთ, და ის 8 ტონას შეადგენდა, 2021 წელს კი 20-25 ტონას ველით.

 

როგორი იყო 2020 წელი გაყიდვების კუთხით?

 

როგორც წესი, ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე მიდის, სატაცურის 60% და ლურჯი მოცვის 70%. ძირითადად პროდუქცია რუსეთში იყიდება. ჩვენ ასევე ქართულ სავაჭრო ქსელებთანაც ვმუშაობთ. მთლიანობაში, პანდემიის მიუხედავად,  წელი წარმატებული იყო.

 

2021 წლისთვის რა მოლოდინები გაქვთ?

 

ძალიან პოზიტიური. კარგ მოსავალს ველოდებით.  წინასწარი ინფორმაციით მოთხოვნა საქართველოშიც და უცხოეთში წინა წელთან შედარებით უფრო მაღალი იქნება.

 

მოსავლის ზრდასთან ერთად ჩვენ ქართულ ბაზარზე ჩვენს პოზიციებს ვაძლიერებთ და პარალელურად ახალ საექსპორტო ბაზრებს ვითვისებთ. მაგალითად, ამჟამად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე ისრაელის ბაზრის ათვისების იმედიც გვაქვს.

 

ისრაელში საქართველოდან ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტი არ ხორციელდება და ეს საკითხი ოფიციალური სტრუქტურების დონეზე წყდება. თუ მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება,  ამ ბაზარზე გავალთ. ჩვენ რამდენიმე პოტენციური პარტნიორი ისრაელში უკვე გვყავს, ისინი ჩვენი პროდუქციის იმპორტისთვის მზად არიან.

 

ასევე ჩვენ სოფელ უდაბნოში 90 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისებას ვგეგმავთ და სავარაუდოდ იქ არა მხოლოდ სატაცური, არამედ სხვა კულტურებიც დაინერგება.

 

განიხილავთ თუ არა ევროკავშირში ექსპორტის დაწყების შესაძლებლობას?

 

ამ ეტაპზე არა. დასავლეთ ევროპა ძალიან შორსაა და იქ ჩვენი პროდუქტის სახმელეთო გზით ტრანსპორტირება ხარისხის დანაკარგების გარეშე ძალიან რთულია, ხოლო საჰაეროთი  - ძალიან ძვირი.

 

რუსეთში და უკრაინაში პროდუქცია სატვირთო ტრაილერებით მიდის, ეს კი ბევრად უფრო მოკლე და შესაბამისად, იაფი მარშრუტია. სპარსეთის ყურეში და ისრაელში საჰაერო გზით მუშაობა და გარკვეულ მიმართულებებზე ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტა მოგვიწევს.

 

ზოგადად, წარმოების ზრდასთან ერთად, ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

 

 

წყარო: east-fruit.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up