GEO SKY მზად არის COVID-ვაქცინა საქართველოში თვითღირებულების ფასად ჩამოიტანოს

GEO SKY მზად არის COVID-ვაქცინა საქართველოში თვითღირებულების ფასად ჩამოიტანოს

access_time2020-11-25 21:50:37

ქართული ავიაკომპანია Geo Sky მზად არის, მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში კოორნავირუსის ვაქცინის საქართველოში ტრანპორტირება თავად, რეისის თვითღირებულების ფასად უზრუნველყოს.

 

„ვინაიდან, ჩვენს საჰაერო ხომალდებს აქვს ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, დამატებით გადაიარაღებას არ საჭიროებს. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი კომპანია უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს ტვირთის ტარნსპორტირებას თვითღირებულების ფასად“,- განაცხადა  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლიკა ქორთოშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ქართვეი ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ვაქცინის მიღებას გაზაფხულის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

 


აღსანიშნავია, რომ კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის შექმნილი ვაქცინის ტესტირებამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. Moderna-ს ადრეული კვლევის შედეგებით, კომპანიის ვაქცინა 94.5% შემთხვევაში ახერხებს პაციენტის ვირუსისგან დაცვას. ამავდროულად ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინამ კი 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ტრანსპორტირებისას სპეციალური პირობები სჭირდება. Pfizer/BioNTech-ის შექმნილ ვაქცინას შენახვისას -70°C-ია საჭირო, Moderna-ს ვაქცინასთვის – 20°C. ოქსფორიდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ შექმნილ ვაქცინას შენახვისთვის მსგავსი პირობების დაკმაყოფილება არ სჭირდება და ტრანსპორტირებაც უფრო იოლია.

 

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“


თეგები:
GEO SKY



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up