Geo Sky ავიაპარკს ზრდის

Geo Sky ავიაპარკს ზრდის

access_time2022-10-03 17:40:00

ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky ავიაპარკს ზრდის. როგორც AviaNews-ს Geo Sky-ს ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა Geo Sky-ი ამიერიდან „ცის დედოფლების“ გარდა ოპერირებას Boeing 757-200-ითაც მოახდენს.


საჰაერო ხომალდი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში უკვე დარეგისტრირდა და დაწყებულია აღნიშნული საჰაერო ხომალდის Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატში დამატების პროცესი.


„ჩვენი ავიაკომპანიის შემთხვევაში მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე ავიაკომპანიას შეუძლია წარმოადგინოს პროვაიდერები. მიუხედავად ამისა, იმ მიზნით, რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა და მოვემსახუროთ დამატებით ტვირთს, ჩვენ გვსურს დამატებითი თვითმფრინავი. ამ დროისთვის, ამ პლანეტაზე ვითარება ისეთია, რომ Boeing-747-ის აღმოჩენა საკმაოდ რთულია. არსებობს კონკრეტული ტიპის არჩევანი, თუმცა ამ კურსს დიდი დრო სჭირდება“, – აცხადებს შალვა კიკნაძე.


Boeing 757-200 1993 წელს არის გამოშვებული და ხომალდი რეგისტრირებული იყო ავსტრიაში და მას ექსპლუატაციას უწევდა ბელგიური კომპანია ASL Airlines Belgium. მანამდე კი აღნიშნული Boeing 757-200-ით Air Seychelles, Air Transat, Air Holland, Air Scotland, Air Finland, Atlas Jet და TNT Airways ოპერირებდნენ.



აღნიშნულ საჰაერო ხომალდს ერთდროულად 28,7 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია.


აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის Geo Sky-ს ავიაპარკი 1987 წელს გამოშვებულ ორ Boeing 747-ს (B747-236SF და B 747-281BF) აერთიანებს.


Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO). Geo Sky ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.


ავიაკომპანია Geo Sky პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო რეისებს ასრულებს. მანამდე კომპანია ხსენებულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებდა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.


წყარო: avianews

თეგები:
Geo Sky



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up