წარმატებული ანტიკრიზისული ქეისი – კომპანია Geo house პანდემიურ გამოწვევებს გაუმკლავდა

წარმატებული ანტიკრიზისული ქეისი – კომპანია Geo house პანდემიურ გამოწვევებს გაუმკლავდა

access_time2021-09-14 12:00:11

კოვიდ-19-ის გამო შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა ზოგიერთმა კომპანიამ წარმატებით შეძლო. კომპანია Geo house-ის დირექტორი პაატა რაჭველიშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო შექმნილ კრიზისს თავი დააღწია. მთავარი ფაქტორი, რამაც წარმოების ზრდა განაპირობა, მისი თქმით, სტრატეგიის დროული შეცვლა აღმოჩნდა, კერძოდ, ონლაინ გაყიდვების გააქტიურება, რამაც 2020 წელს დაწესებული შეზღუდვების პერიოდში საწარმო გაკოტრებისგან გადაარჩინა.



კომპანია ფლობს შოურუმს თბილისში, ასევე ხის საამქროს გარდაბანში.



რაჭველიშვილის ინფორმაციით, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გამო ნედლეული დაახლოებით 20-30%-ით გაძვირდა, რამაც გარკვეული დონით გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც იქონია.



,,მთელი ძალები წარმოებისკენ გადავისროლეთ, ახალ ნიშნულებზე გავედით, ამიტომ გაცილებით უკეთესი შედეგი დავდეთ. წარმოება გაიზარდა არა მხოლოდ შარშანდელთან შედარებით, არამედ პანდემიამდელი მაჩვენებლებიც გავაუმჯობესეთ. გასული წლის მაისიდან ჩვენ დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები, ამანაც იმოქმედა, სეგმენტი ათვისებული არ გვქონდა და ეს მოხერხდა. მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, მეტი ობიექტის სრულყოფა შეგვიძლია. შესაბამისად, მოთხოვნამაც მოიმატა. იმ ხალხმა, ვინ აპირებდა ზაფხულში დასვენებას საზღვარგარეთ, აქცენტი ბინის კეთილმოწყობაზე გადაიტანა. ჩვენ ინტერიერზე ვზრუნავთ, ვამზადებთ კარებს და ხის მასალებს, რაზეც მოთხოვნა შინამეურნეობების მხრიდან აშკარად გაზრდილია. ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანეთ და წარმოება სრულად დავტვირთეთ. ხელოსნების ახალი ჯგუფი დავაკომპლექტეთ, სპეციალისტების დეფიციტის გამო ზოგს გადამზადება დასჭირდა, დასაქმებულებს ამ მხრივაც ვეხმარებით“, - ამბობს მეწარმე.



ამ ეტაპზე კომპანიაში 65 ადამიანია დასაქმებული.




რაც შეეხება ფასებს, როგორც რაჭველიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, დაახლოებით 10%-ით გაძვირდა მომსახურება, რაც გლობალური პროცესებით არის გამოწვეული.



,,თავდაპირველად დიდი შეფერხებები იყო ევროპაში პანდემიის გამო, მერე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - მასიურად დაიწყეს სახლების გარემონტება. ის, რასაც უშვებდნენ ექსპორტზე, თვითონ გამოიყენეს, რამაც ჩვენთან ერთხანს დეფიციტი შექმნა. თან, გაძვირდა ყველაფერი, დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებში. ჩვენ საშუალო მარჟა დავიჭირეთ, ამან საშუალება მოგვცა, რომ 10%-ზე მეტად არ გაგვეძვირებინა სერვისი. მოთხოვნა კი საკმაოდ გაიზარდა, მიზეზი აქაც ანალოგიურია - პანდემიისას გართობისთვის გათვალისწინებული ხარჯი ხალხმა რემონტებისკენ მიმართა, ტენდენცია ამ მხრივ რადიკალურად შეიცვალა, რაც ჩვენი ბიზნესისთვის მომგებიანი აღმოჩნდა“, - ამბობს პაატა რაჭველიშვილი.



კომპანიის სერვისი ძირითადად ინდივიდუალურ შეკვეთებს მოიცავს. პაატა რაჭველიშვილის თქმით, Geo house არ ქმნის სტანდარტულ ავეჯს, ნამუშავრების უდიდესი ნაწილი - კარები და ავეჯის უმეტესობა, ექსკლუზიურად იქმნება და არ მეორდება.



რაც შეეხება ფასებს, კარების შემთხვევაში, 600 ლარიდან იწყება. ხოლო 1 კვ/მ ავეჯის დამზადების საწყისი ფასი 450 ლარია და ნაკეთობის ხარისხის და სამუშაოს სირთულის შესაბამისად მატულობს.



კომპანიის მომსახურება საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up