ალუმინის ქილაში ჩამოსხმული  ქართული ღვინო - „მივინო“  - ორი სტუდენტის დაწყებული ბიზნესი

ალუმინის ქილაში ჩამოსხმული ქართული ღვინო - „მივინო“ - ორი სტუდენტის დაწყებული ბიზნესი

access_time2019-02-28 11:00:41

„გენიალურობა სიმარტივეშია“ — თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები გიორგი მაჭავარიანი და საბა სახვაძეც აინშტაინის ფორმულის მიმდევრები აღმოჩნდნენ. დეტალურად შეისწავლეს სიმარტივეც და გენიალურობაც და ასე შეიქმნა ალუმინის ქილაში ჩამოსხმული ქართული ღვინო - „მივინო“.


 



საბა სახვაძე: „მეგობრის სახლში ვიყავით წვეულებაზე. გვინდოდა ღვინის გახსნა და აღმოჩნდა, რომ გასახსნელი არ გვქონდა. დავიწყეთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, როგორ შეიძლებოდა სხვა ალტერნატივის მოფიქრება. ბოთლის გასახსნელად მოვიხმარეთ ჩანგალი, დანა, სანთებელაც კი და ა.შ. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ  ბოთლი შემოგვატყდა და უშედეგოდ დასრულდა ყველა მცდელობა. ეს ამბავი მე და ჩემმა მეგობარმა ვერ დავივიწყეთ და სწორედ აქედან წამოვიდა იდეაც - რატომ უნდა ვიწვალოთ ამდენი ბოთლის გახსნაზე, იმ ელემენტარული მიზეზით, რომ ღვინო ასხია შუშის ბოთლში? ბევრად მარტივი იქნებოდა განტვირთვა, დასვენება ან გართობა, თუ სასმელს ქილაში ჩამოვასხამდით...“


იდეის განხორიციელებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში 22 წლის საბამ და იმავე ასაკის გიორგიმ მოიძიეს დამფინანსებლები. დაიწყეს ბრენდინგზე მუშაობა, ბევრი იფიქრეს პროდუქტის შეფუთვასა და მის გაყიდვაზეც. დღეს უკვე ახალი ბრენდის - „მივინოს“ ღვინოს ღვინის არაერთ სპეციალიზებულ მაღაზიაში ნახავთ, სულ მალე ქსელურ მარკეტებშიც გაიყიდება და კიდევ უფრო მალე საერთაშორისო ასპარეზზეც მოიპოვებს საკუთარ ნიშას.




საბა სახვაძე: „თავიდან, როდესაც იდეის განხორციელებაზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი რამ არსებობს ამერიკის რამდენიმე შტატში და ძალიან პოპულარულია. ზოგადად, ქილას ჰყავს ბევრი მომხმარებელი, რადგან მარტივი და კომფორტულია. ამასთან, იაფია და რაც მთავარია, ქილაში ჩამოსხმული ნებისმიერი სასმელი არის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. „მივინოს“ მიზანიც სწორედ ესაა, რომ, ვთქვათ, ლუდის  პარალელურად, საქართველოში ასეთი პოპულარული  და მოთხოვნადი პროდუქტი - ღვინო გახდეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. ამ ყველაფრის განხორციელებაში დაგვეხმარა USAID Georgia  და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“. როგორც კი გამოვჩნდით ბაზარზე, თავიდანვე დიდი გამოხმაურება გვქონდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა სეგმენტში, რაც გასაგებია - ჩვენს  თაობას უყვარს ინოვაციები და მუდმივად ეძებს რაიმე ახალს, „მივინო“ კი ზუსტად ასეთია“.



                                              



დღეს  ბრენდი „მივინო“ მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნად სახეობას სთავაზობს  - „რქაწითელს“ და „წითელ საფერავს“. თუმცა, დამწყებ ბიზნესმენ მეგობრებს უკვე დაგეგმილი აქვთ გაზაფხულიდან ახალი პროდუქტების დამატებაც და, როგორც უკვე ვთქვით, ექსპორტზე გასვლასაც აპირებენ.


საბა სახვაძე: „მალე ჩვენ ალუმინის ქილებში ჩამოვასხამთ „როზეს“, „მწვანეს“, „შუშხუნას“ და ტკბილ ღვინოებს. საქართველო ღვინის კულტურის ქვეყანაა, ამიტომ ჩვენი სამომავლო გეგმები მრავალფეროვანია. რაც შეეხება ექსპორტს, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან და „მივინო“ შესაძლოა, მალე კოტ-დიუარის ბაზარზეც ვიხილოთ. იგი, მართალია, თავის დროზე ძალიან მარტივად შეიქმნა და მთელი ჩვენი კონცეფციაც სიმარტივეზეა აგებული, თუმცა, ეს არ ვრცელდება ღვინის ხარისხზე. სასმელი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და არის უნიკალური“.




მიუხედავად ბრენდის სიმარტივისა და ბიზნესის წარმატებისა, დამწყებ ბიზნესმენებს ბაზარზე გამოწვევები მაინც შეხვდათ. როგორც თავად გიორგი გვიყვება, საქართველოში ზოგადად საქმის დაწყება შესაძლოა, არ იყოს რთული, თუმცა მისი განვითარება პრობლემურია:


„სირთულე ნამდვილად ბევრი შეგვხდა. როდესაც ბიზნესს იწყებ, არ არის მარტივი დამოუკიდებლად პროცედურებში და დეტალებში გარკვევა. ჩვენს  შემთხვევაში სირთულე იყო ისიც, რომ საჭირო გახდა სპეციალიზებული ღვინის ქილების დამზადება, ასევე ღვინო, სხვა ბევრი სასმელისგან განსხვავებით, ცოცხალი და სათუთი სითხეა და რთულია მასთან სწორი ურთიერთობა. ზოგადად, ბიზნესის დაწყება შეიძლება, მაინც მარტივი იყოს, მაგრამ უკვე მისი განვითარება სხვა ცოდნას, გამოცდილებას და მიდგომას საჭიროებს“.


„მივინო“ - გენიალურობა სიმარტივეშია




სალომე ლემონჯავა






„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up