„თბილისის  გენგეგმა იდეალისტური იყო, საბოლოო ვარიანტი არის რეალისტური“ - დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი კვლავ დავის საგანია

„თბილისის გენგეგმა იდეალისტური იყო, საბოლოო ვარიანტი არის რეალისტური“ - დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი კვლავ დავის საგანია

access_time2019-03-15 14:30:57


თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის საკრებულო რამდენიმე საათში დაამტკიცებს, თუმცა აშკარაა, დავა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. საზოგადოებრივი აზრი დღესაც ორადაა გაყოფილი - ნაწილს მოსწონს თბილისის განვითარების ახალი გეგმა, ნაწილი კი უსარგებლოდ მიიჩნევს.


თითქმის ერთ წელზე მეტი დასჭირდა გენგეგმის შემუშავებას, შემოწმებას და საბოლოოდ დამტკიცებას. მთელი ამ დროის განმავლობაში დოკუმენტში ცვლილებები შედიოდა, საკითხები იცვლებოდა და ახალი წესებიც ემატებოდა.


გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტს „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე სრულად იზიარებს. ფიქრობს, რომ საჭირო და დროულია, თუმცა ყურადღებას ამახვილებს მთავარ გამოწვევაზეც - აღსრულებაზე.


„დოკუმენტის მთავარი გამოწვევა ალბათ მისი აღსრულება-განხორციელებაა. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. სხვა მხრივ, ვფიქრობ, საბოლოოდ მივიღეთ ძალიან კარგი დოკუმენტი. სიმართლე გითხრათ, სანამ მერიაში გადავაგზავნიდით შესამოწმებლად, უფრო იდეალისტური იყო, რადგან ჩვენ ბევრი დეტალი არ გაგვითვალისწინებია, მათ შორის, მაგალითად, ადამიანების პირადი საკუთრება. დღეს კი საბოლოო ვარიანტი არის რეალისტური და დღევანდელობას მორგებული“.



ერთი წლის განმავლობაში დოკუმენტში შესული ცვლილებებიდან „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს განაშენიანების რეგულირების წესებს, კ2 კოეფიციენტის ამოქმედებას მთელი დედაქალაქის მასშტაბით და ასევე, თავის დროზე 1200 გვერდიანი დოკუმენტის 80 გვერდამდე დაყვანის ფაქტს.


„შეტანილი ცვლილებებიდან ყველაზე მნიშვნლოვანი მაინც რეგულაციებია, რომელიც ეტაპებად დაიყო. ახლა დამტკიცდება ფუნქციური ზონები,  პარამეტრები და კ2 კოეფიეცენტი, შემდგომ ეტაპზე კი, მაგალითად, განისაზღვრება განათების ხარისხი საცხოვრებელ კორპუსებში. დღეს არსებული ინტენსიური მშენებლობების გამო, იცით, რომ ბევრს არ აქვს მზის სხივის მიწოდება უზრუნველყოფილი და ხშირად დარღვეულია. ეს საკითხი უკვე წესებში გაიწერება. ზოგადად მერიის მერ შეტანილი ცვლილებები უფრო ტექნიკურ ხასიათს ატარებს და აქვე ვიტყვი, რომ თბილისი მუდმივად იცვლება - იზრდება... შესაბამისად, გენგეგმაც იქნება მოქმედი და ცოცხალი ორგანიზმი. მთავარია, ისეთი ძირეული ცვლილებები არ მოხდეს, როგორიცაა, მაგალითად, ზონალური. კარდინალურად არ უნდა შეიცვალოს ლანდშაფტური და რეკრეაციული ზონები. იმედია ასეც მოხდება,“ - განმარტავს მამუკა სალუქვაძე.   


სალუქვაძისგან განსხვავებით თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას რადიკალურად აფასებს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი. გარდა იმისა, რომ პრობლემას ხედავს დოკუმენტის აღსრულებაში, დარწმუნებულია, რომ გენგეგმა მნიშვნელოვანი დადებითი შედეგის მომტანი ვერ გახდება. მიზეზად თბილისის მერიის მიერ აქამდე გაცემულ ნებართვებს ასახელებელს:


„ბოლო ორ წელიწადში იმდენი მშენებლობის ნებართვა გაიცა, რომ უკვე აზრი აღარ აქვს არაფერს. ზოგადად გენგეგმა ორი წლის წინ, დავით ნარმანიას მერობის დროს უნდა მიეღოთ, მაგრამ ეს პროცესი დროში გაიწელა. შემდეგ კალაძემაც მაქსიმალურად გამოიყენა პერიოდი და ამასობაში ქალაქი კატასტროფას დაამსგავსა. დღევანდელი რეალობის ფონზე, კ 2 კოეფიციენტის ამოქმედება უკვე მნიშვნელოვან ცვლილებას ვეღარ შეიტანს თბილისის განაშენიანებაში. ამ ყველაფრის გამო, დოკუმენტს უკვე აქვს ფორმალური ხასიათი და რომც აღსრულდეს, ვერაფერს შეცვლის,“  ამბობს ელისაშვილი.



შეგახსენებთ, ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ოფიციალურად დაამტკიცებენ. 


სალომე ლემონჯავა





ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up