გენერალურმა აუდიტორმა EUROSAI-ASOSAI -ს კონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებაზე ისაუბრა

გენერალურმა აუდიტორმა EUROSAI-ASOSAI -ს კონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებაზე ისაუბრა

access_time2019-03-12 22:54:07

ისრაელში მიმდინარე უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო კონფერენციას „უახლესი აქტუალური საკითხები და გამოწვევები“, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია ესწრება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო გაერთიანებების EUROSAI-ASOSAI -ს რიგით მესამე კონფერენციაში მონაწილეობს 45 ქვეყნის 230 დელეგატი, რომელთა შორის 21 გენერალური აუდიტორია.

 

კონფერენციაზე საკუთარი ქვეყნების აუდიტორული ინსტიტუციების სიახლეებსა და გამოწვევებზე პრეზენტაციებით წარსდგნენ ფინეთის, პორტუგალიის, სამხრეთ კორეის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს გენერალური აუდიტორები.

 


საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა კოლეგებს წარუდგინა მოხსენება, რომელიც შეეხებოდა ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდასა და ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სისტემის (ICT) გამოყენებას.

 

ირაკლი მექვაბიშვილმა ისაუბრა ახალი ტექნოლოგიური მექანიზმის შესახებ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში მხარეების ჩართულობას და საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ასევე IT აუდიტისა და ეფექტიანობის აუდიტის წარმოებისას მის გამოყენებაზე; საერთაშორისო პროექტებში ჩართულობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა პირისპირ შეხვედრები კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ აუდიტორებთან.

 

EUROSAI-ASOSAI -ს კონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკა ღაზაძე, სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, ცოტნე ქარქაშაძე და საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო კერესელიძე წარმოადგენენ.





ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის  პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა
access_time2019-11-20 23:34:23
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი...

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“
access_time2019-11-20 17:25:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას. ასოციაცია ასევე პასუხობს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მოგვმართეს აღნიშნულ თემატიკასთანდაკავშირებით. პირველ რიგში, ლარის გაცვლით კურსზე: ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ...

ბენზინის ამბოხება ირანში

ბენზინის ამბოხება ირანში
access_time2019-11-20 20:00:48
გასულ კვირას, როდესაც ირანის მოსახლეობა უქმე დღეებისთვის ემზადებოდა, მთავრობამ გამოაცხადა ახალი რეფორმის თაობაზე.საუბარია, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ და ფეთქებადსაშიშ თემას - შეღავათებს საწვავზე.„შავ პარასკევამდე„ ყოველ ირანელს თვეში 250 ლიტრი ბენზინის შეძენა შეღავათიან ფასად - 10 000 რიალად შეეძლო, ხოლო ამ რაოდენობის ზევით საწვავის ფასი 3-ჯერ...

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს
access_time2019-11-20 18:45:08
„სვანეთში საბაგიროები ძალიან ხშირად ითიშება, შეიძლება აიყვანო ტურისტი და სულ ტყულად. სამთო-სათხილამურო კურორტზე ასე არ უნდა ხდებოდეს.“ - მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი ლაშა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც სეზონის მანძილზე სვანეთის მაღალმთიან რეგიონს უწევს. სვანეთში, კერძოდ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე 5 საბაგირო ფუნქციონირებს - 4 -ი სკამიანი საბაგირო და 1 ბიგელი. კურორტ ჰაწვალზე ორი 2-სკამიანი...


მსგავსი სიახლეები

up