გენერალური პროკურორის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გენერალური პროკურორის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-10-08 22:20:00

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ ონლაინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურას საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.



„შეხვედრის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დამცველების წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე აღნიშნული მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.



როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, უფლებადამცველების როლი მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველები, რადგან მათი საქმიანობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლისკენ მიმართულ მუშაობას გულისხმობს.




2020 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის, უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება დაიწყო, რომლის პროცესში უფლებადამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები იქნა გაზიარებული. რეკომენდაცია ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია, უფლებადამცველის დეფინიცია და სპეციალური ტერმინოლოგია, ეფექტიანი გამოძიების წარმოება და მტკიცებულებათა შეგროვება. აღნიშნული რეკომენდაცია პროკურატურის სისტემაში ოქტომბერში გავრცელდა და მასში ყურადღება ეთმობა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს, პრიორიტეტულად და პროაქტიულად მათ ჩართულობას და ზოგადად, უფლებადამცველი დაზარალებულების განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებას, მათთვის დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას.



საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო 2018 წლიდან აწარმოებს სპეციალურ სტატისტიკას უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. მითითებული რეკომენდაციის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეებში გაიზრდება უფლებადამცველთა იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი, ეფექტიანობა, აღნიშნული კატეგორიის საქმეების აღრიცხვა და მონიტორინგი“ - ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up