გენერალურ პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

access_time2019-08-03 12:31:00

გენერალურ პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას გამოკითხვა მიმდინარეობს. დამენია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ პერიოდზე ექნებათ მასთან გამომძიებლებს კითხვები. ამასთან, დამენია დარწმუნებულია, რომ გამოძიება, იმ პერიოდში, როდესაც ის არხის ფინანსური დირექტორი იყო, ვერანაირ გადაცდომასაც კი ვერ აღმოაჩენს.

„2015 წლის განმავლობაში ვიყავი „რუსთავი 2“-ის ფინანსური დირექტორი. დაზუსტებით არ განუმარტიათ, თუმცა სავარაუდოდ, ამ პერიოდის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აინტერესებთ ჩემი მოსაზრება. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს იმიტომ, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, სწორად და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც რაიმე დასამალი იყოს. ყველაფერი იყო იურიდიულადაც და ფინანსურადაც აბსოლუტურად გამართული და სწორი. რა პერიოდზეც მე ვიყავი, ის პერიოდი ვიცი, იმ პერიოდზე გამოვრიცხავ არათუ დანაშაულს, გადაცდომასაც კი“, - განაცხადა დამენიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

კითხვაზე, ელოდება თუ არა სამართლებრივი სტატუსის შეცვლას, კახა დამენია ამბობს, რომ საქართველოში ადამიანს ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს.

IPN 




რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისათვის - როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან

რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისათვის - როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან
access_time2020-06-02 15:30:14
სოციალური ქსელები, დისტანციური კომუნიკაციის აპლიკაციები, ონლაინ თამაშები თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები თანამედროვე რეალობაში გართობისა და კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებული საშუალებებია. სამწუხაროდ, მათ გამოყენებას გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა კიბერბულინგი, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელი აღმოჩნდეს. კიბერბულინგს ხშირად, ჩვენი ან ჩვენ შესახებ სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული პერსონალური ინფორმაცია იწვევს. ინტერნეტ...

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
access_time2020-06-02 13:30:49
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების...

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი
access_time2020-06-02 14:30:07
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად....

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა
access_time2020-06-02 13:01:44
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს...


მსგავსი სიახლეები

up