General Motors-ის სტარტაპი რობოტაქსების კომერციალიზაციას ელოდება

General Motors-ის სტარტაპი რობოტაქსების კომერციალიზაციას ელოდება

access_time2021-11-08 18:30:00

General Motors-ის სტარტაპი Cruise სან-ფრანცისკოში თავისი რობოტაქსების კომერციალიზაციისთვის კალიფორნიის ადმინისტრაციისგან საბოლოო თანხმობას ელოდება.


სტარტაპი თავის განაცხადებაში წერს, რომ ქალაქში თვითმავალი ავტომობილებით მგზავრობაზე ნებართვას კალიფორნიის კომუნალური მომსახურების კომისიისგან ითხოვს. CNBC-ის ცნობით, მანამდე მინიჭებული ექვსი ლიცენზიიდან, ეს იქნება ბოლო ნებართვა, რომელიც კომპანიას რობოტაქსებით ფასიანი მგზავრობის დასაწყებად სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება განხილვისა და დამტკიცების პროცესს.


Cruise პირველი კომპანიაა, რომელმაც შესაბამის ორგანოს ნებართვის მისაღებად მიმართა. აღმასრულებელი დირექტორი, დენ ამანი აცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანის ნებართვის შემდეგ, კომპანია რობოტაქსების კომერციალიზაციას მომავალი წლიდან დაიწყებს.


დამტკიცების შემთხვევაში, Cruise პირველი კომპანია გახდება, რომლის ტაქსოპარკი მძღოლების გარეშე იმუშავებს. ფასიანი რობოტაქსების მუშაობაზე კალიფორნიის მარეგულირებლებისგან ნებართვა Alphabet Googl-ის კომპანია Waymo-მაც მიიღო, თუმცა კომისია რაიმე პრობლემის აღმოსაფხვრელად მანქანაში ე.წ. უსაფრთხოების მძღოლის ყოფნას მოითხოვს


მანამდე გაცემული ნებართვით, Cruise-ის მანქანებს გზებზე მოძრაობა სან-ფრანცისკოს გარკვეულ ადგილებში, საღამოს 10 საათიდან და დილის 6 საათამდე შეუძლიათ, მათ შორის მცირე წვიმის ან ნისლის დროს. თუმცა მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვის მიხედვით, რობოტაქსის სიჩქარე საათში 30 მილს არ უნდა აღემატებოდეს



Cruise-ს სან-ფრანცისკოში სამგზავრო სერვისის ჩაშვება ჯერ კიდევ 2019 წელს სურდა, თუმცა კომპანიამ შემდგომი ტესტირების ჩატარების მიზნით, ასევე, მარეგულირებელი კომისიის ნებართვების მისაღებად გეგმები გადადო. Cruise-მა პირველი ნებართვა 2015 წლის ივნისში მიიღო, რის შემდეგაც კომპანიამ სატესტო ადგილები ნელ-ნელა გააფართოვა, თავისი პარკი კი ასობით რობოტაქსამდე გაზარდა.


Cruise-ის ამჟამინდელი სატრანსპორტო პარკი Chevrolet Bolt-ის ელექტრომობილებისგან შედგება, რომელიც უპილოტო ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი. რობოტაქსებს აქვთ დამატებითი ტექნოლოგიებიც, როგორიც არის კამერები, რადარები და ლიდარები, რომლებიც მანქანას შემოგარენის „დაინახვის“ საშუალებას აძლევენ.


კომპანია გეგმავს, რომ შემდეგ სატრანსპორტო პარკში Cruise Origin-ის ავტომობილები შეიყვანოს, რომლებიც შატლის მსგავსი მართკუთხა მანქანებია. დენ ამანი აცხადებს, რომ GM უპილოტო Cruise Origin-ის წარმოებას, სავარაუდოდ, 2023 წლის დასაწყისში დაიწყებს.


GM-მა Cruise 2016 წელს შეიძინა, რის შემდეგაც მას ისეთი ინვესტორები შეუერთდნენ, როგორიც არის Honda Motor, Softbank Vision Fund, ახლახან კი - Walmart და Microsoft.


bpn.ge



თეგები:
სტარტაპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up