გენდერული უთანასწორობის შემცირება მსოფლიო ეკონომიკას წელიწადში 2 ტრლნ. დოლარს მოუტანს

გენდერული უთანასწორობის შემცირება მსოფლიო ეკონომიკას წელიწადში 2 ტრლნ. დოლარს მოუტანს

access_time2020-03-08 12:00:51

ქალები მთელს მსოფლიოში (აფრიკის გარდა) მამაკაცებზე ხშირად იღებენ უმაღლეს განათლებას, თუმცა ამავე დროს 2018 წელს დასაქმებულთა წილი შრომისუნარიან ქალებს შორის შეადგენს 48%, მაშინ, როდესაც მამაკაცებს შორის - 75%.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ქალებში ასევე უფრო მაღალია უმუშევრობის დონე  - 6%, მაშინ როდესაც მამაკაცებში - 5,2%. ამავე დროს ქალები უფრო აქტიურად მუშაობენ არაფორმალურ სექტორში.

 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალები, მათი კომპეტენტურობის მიუხედავად, ხშირად ვერ ახერხებენ კარიერულ კიბეზე წინსვლას ე.წ. „შუშის ჭერის გამო“  - ეს მცნება აღწერს სიტუაციას, როდესაც ერთი შეხედვით გზა გახსნილია და პერსპექტივაც ჩანს, თუმცა, რეალურ წინსვლას აფერხებს შეუმჩნეველი წინაღობები.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა 70 ქვეყანაში 12 000 კომპანიაში, რომელმაც აჩვენა, რომ ქალები ძირითადად იკავებენ მეორეხარისხოვან პოზიციებს, როგორც წესი, პერსონალის მართვის, ფინანსების, და ადმინისტრირების დარგებში. ამ პოზიციებზე მათ აქვთ შეზღუდული უფლებამოსილება გადაწყვეტილებების მიღებაში და სტრატეგიულ დაგეგმარებაში, შესაბამისად, ნაკლებია მათი დაწინაურების შანსებიც.

 

ასევე აღინიშნება, რომ ქალების რაოდენობა კლებულობს მმართველობითი პირამიდის ზედა ნაწილში - რაც უფრო მაღლაა - მით ნაკლებია იქ ქალები. თუმცა, ამავე დროს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გენერალური დირექტორი ქალია, უმაღლეს მენეჯმენტში ქალების დაწინაურების შანსები იზრდება 12,6%-ით.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის Global Wage Report 2018/19-ის შედეგების თანახმად, ქალების ხელფასები 20% ნაკლებია ვიდრე მამაკაცებში, და ეს არის მხოლოდ საშუალო მაჩვენებელი, და რეალობა ხშირად გაცილებით უფრო მძიმე.

 

გასაკვირია, მაგრამ ამ მხრივ დასავლურ სამყაროში ლიდერობს ცივილიზებული და ტოლერანტული ჰოლანდია, სადაც მამაკაცების შრომის ანაზღაურება 39,7%-ით  აღემატება ქალებისას.  მსოფლიო მასშტაბში კი ამ მხრივ პირველ ადგილებზე არიან სიერა-ლეონე  (46%) და პაკისტანი (42/ 9%)/

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის  გაი რაიდერის თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ხელფასების სხვაობა ტრადიციულ ქალურ და მამაკაცურ პროფესიებს შორის, და ასევე დეკრეტული შვებულებები, რომელთა დროსაც ქალები როგორც წესი იღებენ ხელფასის მხოლოდ ნაწილს.


 

მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ქალებს უმცირებენ ხელფასებს მშობიარობის შემდეგ, მაშინ, როდესაც მამაკაცებისთვის, გასაგები მიზეზების გამო, ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს.

 

შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის შემცირებას შეუძლია გაზარდოს განვითარებული ქვეყნების მშპ 2 ტრლნ. დოლარით - მიიჩნევს საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია PwC.  ამასთან, შრომის ბაზარზე ქალების რაოდენობის ზრდას შეუძლია შემატოს მსოფლიო მშპ-ს 5,8 ტრლნ. დოლარი 2025 წლისთვის.

 

 

PwC-ში აღნიშნავენ, რომ დასაქმებულ ქალთა წილის ზრდას შეუძლია განსაკუთრებით დადებითი გავლენა მოახდინოს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. კერძოდ, ეს ეხება საუდის არაბეთს,რომელიც ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ქალთა უთანასწორობის დონის შესამცირებლად -მაგალითად, 2018  წელს ქალებს მიეცათ ავტომობილის მართვის უფლება, 2019 წელს - ქვეყნიდან მამაკაცების ნებართვის გარეშე გასვლის, შვილების, ქორწინების, და განქორწინების რეგისტრაციის უფლება.

 

დღეს საუდის არაბეთში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა 48% - ქალია, ასევე მათ ეკუთვნით ადგილების 20% კონსულტაციურ საბჭოში, რომელიც განიხილავს კანონპროექტებს მათი პარლამენტში გადაგზავნამდე.

 

თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, ამ ქვეყანაში დასაქმებულთა წილი ზრდასრულ ქალთა მთლიან რაოდენობაში კვლავ დაბალია - 22,3%, მაშინ, როდესაც ემირატებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 40,6%-ს, ხოლო კუვეიტში - 46,9%-ს.

 

საუდის არაბეთმა ასევე დაიკავა ბოლო ადგილი მსოფლიო ბანკის რეიტინგში  Woman, Business and the Law 2019, რომელიც აფასებს ქალების ისეთ ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორც გადაადგილების თავისუფლება, კარიერული პერსპექტივები, განქორწინების უფლება, საკუთარი ბიზნესის წარმოების საშუალება, და ა.შ.

 

ასევე სიის ბოლოში აღმოჩნდნენ სუდანი, ირანი, ემირატები, და ყატარი, ლიდერებს შორის არიან ისლანდია, ბეგლგია, დანია, საფრანგეთი, ლატვია, და ლუქსემბურგი.

 

ქალების და მამაკაცების თანასწორობის მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში არის ისლანდია, რომელმაც მიიღო ამ რეიტინგში შესაძლო 100 ქულიდან 97.

2018 წლიდან იქ მოქმედებს კანონი, რომელიც უკრძალავს დამსაქმებლებს ქალებისთვის კაცებზე დაბალი ხელფასების გადახდას, ხოლო კომპანიები, სადაც მუშაობს 25 ადამიანზე მეტი, ვალდებულები არიან გაიარონ ყოველწლიური სერტიფიცირება, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ზუსტად იცავენ ამ კანონს.

 

ისლანდია უკვე რამდენიმე წელია ლიდერობს მსოფლიო ბანკის კიდეც ერთ რეიტინგში -

Global Gender Gap Index.  შემდეგ ადგილებზე არიან ფინეთი, ნორვეგია, და შვედეთი.

 

ბოლო ადგილზეა იემენი, სადაც გათხოვილი ქალები მთლიანად ემორჩილებიან ქმრებს, არა აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების და მუშაობის უფლება.

RBC


თეგები:
ქალები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up