გენდერული ბალანსით გამორჩეული ქვეყნები

გენდერული ბალანსით გამორჩეული ქვეყნები

access_time2019-01-12 12:00:09

საფრანგეთი, ნიკარაგუა და ისლანდია, მსოფლიოს მასშტაბით, გენდერულ თანასწორობას პირველები მიაღწევენ.


იმ გეგმის მიხედვით, რომლითაც ეს ქვეყნები მიდიან, საფრანგეთი გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას 2040 წლისთვის შეძლებს;


ისლანდიისთვის საორიენტაციო პერიოდი 2042 წელია - ამ ქვეყანამ 19 წელიწადში გენდერული დისბალანსის ინდექსი 85%-ით გააუმჯობესა.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, ნიკარაგუამ სქესთა შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრა 80%-ით გააუმჯობესა და თუ ამ ტემპით გააგრძელა სვლა, 2034 წლისათვის ქვეყანაში ბუნებრივი გენდერული ბალანსი იქნება.


დღეისათვის, ნიკარაგუაში პარლამენტში უფრო მეტი ქალი ჰყავთ, ვიდრე - საშუალოდ სხვა ქვეყნებში.



მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, გენდერული თანასწორობის ინდექსი ბოლო წლებში შენელდა. დღეს არსებული ტემპებით 108 წელი დაჭირდება იმას, რომ მსოფლიოში გენდერული დისბალანსი აღმოიფხვრას, რომელიც ამ დროისთვის, 68%-ზეა.


არსებული მონაცემი 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გაკეთებულ გათვლებს კიდევ 7 წელს ამატებს.


პირველად ინდექსი, რომელიც გენდერულ უთანასწორობას 4 კრიტერიუმით (ეკონომიკური აქტივობა, განათლების დონე, ჯანდაცვა და პოლიტიკაში ჩართულობა) აფასებდა, 2006 წელს გამოქვეყნდა. 2018 წელს ჩამონათვალს კიდევ 5 ქვეყანა დაემატა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ერაყი, ომანი, სიერა ლეონე, ტონგო) და ჯამში, ინდექსის გამოთვლა 149 ქვეყანის მონაცემებზე დაყრდნობით ხდება.


2006 წლიდან გენდერული დისბალანსის კლების ტენდენცია 3.6%-იანი იყო, თუმცა 2018 წლისათვის შემცირდა და 0.03% შეადგინა, რაც მსოფლიო ეკონომიკრი ფორუმის შეფასებით, “კრიტიკულად ჩემცირებული პროგრესია”.


საერთო ჯამში, რასაც 144 ქვეყნის მაგალითზე ანგარიში აჩვენებს, 2017 და 2018 წლებში 89 ქვეყანაში გენდერული უთანასწორობა კლებას აჩვენებდა, ხოლო 55 შემთხვევაში რეგრესი დაფიქსირდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად შენელებული ტემპისა, პროგრესი არის.


„ის ფაქტი, რომ ქვეყნების უმეტესობა გენდერული პროგრესისკენ არიან მიმართულები, იმედის მომცემია“, - აღნიშნულია ანგარიშში.


bm.ge






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up