გენადი არველაძე - UNWTO – ს აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაციაში საქართველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას, მხარდაჭერა გამოუცხადა

გენადი არველაძე - UNWTO – ს აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაციაში საქართველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას, მხარდაჭერა გამოუცხადა

access_time2020-09-16 22:30:12

„მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად. „ეს ღონისძიება ჩვენი, როგორც ტურისტულად უსაფრთხო ქვეყნის, კიდევ ერთი აღიარებაა. ეს არის ასევე მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა კონკრეტულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული დეკლარაციით, სადაც საქართველოზე პირდაპირაა აღნიშნული, რომ მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტელეკომპანია „იმედში" თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობაზე საუბრისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



გენადი არველაძის განცხადებით, ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცების თვალსაზრისით.



ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა სხდომაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე, თუ თუ როგორ უნდა განახორციელონ და დანერგონ ქვეყნებმა ის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ქვეყნებად ჩამოყალიბებას.




გენადი არველაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ღონისძიების აბსოლუტურად ყველა მონაწილის ჩამოსვლა ყველა წესის დაცვით განხორციელდა. მათ ჩაუტარდათ PCR ტესტები და ქვეყანაში შემოვიდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების შესაბამისად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ასევეა დანერგილი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აღნიშნავდნენ ასევე თავად სტუმრები - რომ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამ კუთხით აღიარებას“, - აღნიშნა მან.



გენადი არველაძის ინფორმაციით, ღონისძიების მეორე დღე დაეთმობა ბიზნესფორუმს - ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტუმრობს ბიზნესდელეგაციაც სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის, სასტუმროების მიმართულებით. ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მიეცემათ. „ეს არის პანდემიის შემდეგ პირველი ბიზნესფორუმი, რომელზეც ვიმსჯელებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ქვეყანა ბიზნესსექტორს, ამ ინდუსტრიას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up