გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება

access_time2020-01-26 12:36:41

სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, მედიასთან ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. გენადი არველაძემ განმარტა ის ძირითადი მოთხოვნები, რომლის დაცვაც სავალდებულო ხდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოების როგორც იმპორტის, ისე ბაზარზე განთავსების დროს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივასთან, რომელიც უზრუნველყოფს სათამაშოების უსაფრთხოებას, შესაბამისად, არის დადგენილი სტანდარტი და ამის მიხედვით ტექნიკური მოთხოვნები - სათამაშოების როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შემადგენლობის მახასიათებლები.

„სათამაშოების უსაფრთხოების რეგლამენტზე ჩვენ წლებია ვმუშაობთ. ეს იყო, ერთი მხრივ,  დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, რადგან არ არსებობდა სათამაშოების კონტროლის სისტემა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულება  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში. ამ რეგლამენტის სამზადისში ჩართულები იყვნენ ევროკავშირის ექსპერტები, ამის შემდეგ უკვე კერძო სექტორთან  გვქონდა არაერთი შეხვედრა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში - დაახლოებით 150-ზე მეტ იმპორტიორსა და სათამაშოების მწარმოებელს შევხვდი, გავიარეთ მათთან კონსულტაცია, მივაწოდეთ ინფორმაცია რეგულაციის შესახებ და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები" - განაცხადა გენადი არველაძემ.

 როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სათამაშოს თან უნდა ახლდეს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს ტექნიკურ რეგლამენტთან მის შესაბამისობას. მისი თქმით, ეს საბუთი უნდა იქნეს წარმოდგენილი იმპორტის განხორციელების დროს, რაც აუცილებელი პირობაა, ასევე მოხდება ეჭვის შეტანის შემთხვევაში პროდუქტის ლაბორატორიული გადამოწმება ზედამხედველობის სააგენტოს მიერ.

„ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უკვე ახორციელებს სხვადასხვა პროდუქტებზე ზედამხედველობას, მათ შორის არის სამშენებლო პროდუქცია.  შესაბამისად, ჩვენ გვყავს მომზადებული სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, მათ შორის, სათამაშოზე ზედამხედველობას" - აღნიშნა არველაძემ.


კითხვაზე, თუ როგორ და სად მოხდება, ეჭვის შემთხვევაში, სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პირველ ეტაპზე, სანამ კერძო ლაბორატორია შეიქმნება საქართველოში, სააგენტოს მოუწევს პროდუქტის გაგზავნა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში,  სადაც ევროპაში აკრედიტებული ლაბორატორიები იქნება. „იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არ არსებობდა რეგულაცია, არ იყო მოთხოვნაც ლაბორატორიაზე, ამიტომ, რახან გაჩნდა მოთხოვნა, იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორი დაინტერესდება და შეიქმნება ლაბორატორია საქართველოში" - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო მეორადი სათამაშოების ზედამხედველობას. „გვყავს მეორადი სათამაშოების ხუთი ძირითადი იმპორტიორი, რომლებთანაც გვქონდა კონსულტაციები. ისინი აცხადებდნენ, რომ ვერ წარმოადგენდნენ ვერანაირ საბუთს, რაც პრობლემაა, რადგან, თუ მიკვლევადობა არ მოხდა მწარმოებლის შესახებ, იმ ქვეყნის შესახებ, სადაც იწარმოა ეს პროდუქტი და არ მოხდა იდენტიფიცირება, ვერ დავუშვებთ და ვერ მოვახდენთ ზედამხედველობის აღსრულებას, იმდენად შერეული და ბევრი სახეობის სათამაშოს იმპორტი ხდება" - აღნიშნა გენადი არველაძემ.

კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ბიზნესს მიეცა ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომ  მოემზადოს რეგულაციებისთვის. შესაბამისად,  ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე,  სანქციები არ იმოქმედებს - კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები,  რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up