გენადი არველაძე - OECD-ის „SME Policy Index“-ის რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა

გენადი არველაძე - OECD-ის „SME Policy Index“-ის რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა

access_time2021-05-28 12:00:00

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის“ წარმატებით განხორციელების შედეგია ის, რომ საქართველომ OECD-ის „SME Policy Index“-ის 2020 წლის რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. კვლევის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე - European Choice of the Georgian People - Challenges and Future Perspectives სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე 2021-2025 წლებისთვის. „ახალი სტრატეგია კვლავაც მუშავდება ევროკავშირის მხარდაჭერით, OECD-თან და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით. იგი კვლავაც ეფუძნება „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ უმთავრეს პრინციპს - „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First). ამასთან, სტრატეგიაში გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარებაა. მისი თქმით, სამუშაო ადგილების ზრდისა და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესია და მას სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში უაღრესად დიდი როლი აქვს.



გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეწარმეობის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლებიც „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, პროგრამამ მხარი დაუჭირა 808 პროექტს (592 საწარმო), რომელთა ჯამური ინვესტიცია 390 მლნ ევროს (1,6 მილიარდ ლარს) აღემატება და შედეგად, 22 506 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ სახელმწიფო პროგრამა „საკრედიტო - საგარანტიო სქემა“. ეს პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სესხების გაადვილებას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. სააგენტო საკრედიტო გარანტიას უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის ძირითადი თანხის 90%-მდე. ამ დროისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გაფორმებულია 200-ზე მეტი ხელშეკრულება (მათგან 191 გაფორმდა ახალი და 21 რესტრუქტურიზებული სესხების უზრუნველყოფისთვის. სესხის მთლიანი თანხა 44 მლნ ევროს შეადგენს (181 მლნ ლარი). გარდა ამისა, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ვახორციელებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას. აღნიშნულის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 7 ათასი ევროს ოდენობით. პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 10%-ით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 5%-ის ოდენობით,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up