გენადი არველაძე - მაისში საქართველო - ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელშიც ჯანდაცვის სექტორის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას

გენადი არველაძე - მაისში საქართველო - ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელშიც ჯანდაცვის სექტორის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას

access_time2021-04-24 10:10:08

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვამ ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც ორი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარის წარმომადგენელს კოვიდ-19 - ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში აღმოჩენილი დახმარებისთვის. მისი თქმით, ასევე საგულისხმოა ჩეხეთის მხარდაჭერა პოსტკოვიდური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ პანდემია უკვე აისახა ნეგატიურად ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაზე. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წაახალისონ ექსპორტიორი კომპანიები, რათა მათ უფრო აქტიურად და წარმატებით შეძლონ ერთმანეთის ბაზრებზე შესვლა. ამ მიზნით, გადაწყდა ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიების ორგანიზება და ბიზნეს ფორუმების მოწყობა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით ჩვენს ქვეყანას ეწვევა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიების დელეგაცია. ვიზიტის დროს დაგეგმილია ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრები, რომლის დროსაც განხილული იქნება როგორც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ჩეხეთიდან ინვესტიციების განხორციელების, ასევე ერთობლივი ქართულ-ჩეხური კომპანიების ჩამოყალიბების პერსპექტივები. გენადი არველაძის განცხადებით, ჩეხეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა, ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიესალმა ფორუმის ჩატარებას და იმედი გამოთქვა, რომ მაისში ორი ქვეყნის ბიზნესმენები შეძლებენ, ერთმანეთისთვის საინტერესო ბიზნეს იდეებისა და პროექტების შეთავაზებას.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ამ სექტორში ქვეყნებს შორის არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირდაპირ ფრენებზე საქართველოსა და ჩეხეთს შორის, რომელიც განსაკუთრებით უწყობს ხელს ტურისტების ზრდის დინამიკას.
შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდეს, რომლის დროსაც განხილული იქნება პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები. ბოლოს კომისიის სხდომა 2019 წელს ჩეხეთში გაიმართა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up