გენადი არველაძე - ბიზნეს ფორუმები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში უფრო მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას

გენადი არველაძე - ბიზნეს ფორუმები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში უფრო მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას

access_time2021-10-13 12:20:00

„საქართველოს პრეზიდენტის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში ქართველ და ავსტრიელ ბიზნესმენებს შორის ასეთი მასშტაბური შეხვედრა არ გამართულა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნეს ფორუმი იყო მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი მასში მონაწილე ბიზნესების მხრივ. ისინი წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, განათლება და სხვ. ფორუმში 10-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.



ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის, რომლის დროსაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.




გენადი არველაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 190-ზე მეტი ავსტრიული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს საქართველოში. „მსგავსი ფორუმები ხელს შეუწყობს უფრო მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც გაზრდის უცხოური ინვესტიციების მოცულობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up