გენადი არველაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ხვალ, 400-მდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართება

გენადი არველაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ხვალ, 400-მდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართება

access_time2019-10-22 20:07:41

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ხვალ 400-მდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.


როგორც არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოტენციურ ინვესტორებს წარმატებულ ქეისებს გააცნობენ.
„ხვალ გაიმართება ფორუმის მეორე დღე. საინვესტიციო ფორუმის პირველ ნაწილს პრემიერი გახსნის, მეორე ნაწილი კი უშუალოდ დაეთმობა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებისა და ინვესტორების გამოცდილების გაზიარებას დამსწრე საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორები 60-ზე მეტი ქვეყნიდან გვყავს წარმოდგენილი. მაგალითად, ისეთი კომპანიების, როგორიც არის ამერიკული კომპანია „სერბერუსი“ ასევე, „ტრამა“, რომელიც არის ლოგისტიკური ყველაზე მსხვილი კომპანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ყატარული კომპანია „მილაჰა“, რომელიც არის უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია და ლოგისტრიკური ცენტრების მმართველი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გვყავს „ეისოლარი“, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში და აწარმოებს „სოლარის“ პანელებს.


ეს არის ის წარმატებული ქეისები, რომლის გაზიარებასაც ჩვენ ვგეგმავთ ხვალ ინვესტორებისთვის, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს. ისინი უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან, ასევე ეკონომიკის მინისტრიდგან მოისმენენ ბიზნესგარემოსა და რეფორმების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ქვეყანა ატარებს წლების განმავლობაში და რამაც საქართველოს მოუტანა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდაა. ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ის 400-მდე ორმხრივი შეხვედრა, რომელიც დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, კონკრეტულ შეხვედრებზე“, - განაცხადა გენადი არველაძემ.



ipn.ge




ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up