რებრენდინგი და ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი - ქართული გაყინული ხილ-ბოსტნეული “გემუანი“ მსოფლიო ბაზარზე

რებრენდინგი და ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი - ქართული გაყინული ხილ-ბოსტნეული “გემუანი“ მსოფლიო ბაზარზე

access_time2021-01-26 18:00:50

გაყინული ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელმა კომპანიამ „გემუანმა“ რებრენდინგი დაასრულა და იანვრის ბოლოს ქართულ ბაზარზე ახალი შეფუთვით დაბრუნდება. ამავე დროს გასული წლის მანძილზე კომპანიის ექსპორტი არათუ არ შემცირდა, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდა.


ბრენდის სამომავლო გეგმებზე „გემუანის“ დამფუძნებელმა ნონა თოდუამ ისაუბრა.


-რითი იყო გამოწვეული რებრენდინგი და როგორი იქნება თქვენი პროდუქციის ახალი შეფუთვა?

-ჩვენ შევცვალეთ შეფუთვის მასალაც და დიზაინიც. ჩვენი პროდუქცია ალუმინის ჰერმეტულ ყუთებში დაფასოვდება და ეს პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ პლასტმასის შეფუთვაში, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიყენებდით, შენახვის წესების დარღვევის შემთხვევაში ჰაერი იპარება და პროდუქტის ხარისხი ფუჭდება. დღევანდელ რეალობაში ძალიან ძნელია იმის გარანტირება, რომ პროდუქტი ტრანსპორტირება, გადატანა და შენახვა ყველა აუცილებელი ნორმების დაცვით მოხვდება.



ეს განსაკუთებით აქტუალურია ზაფხულში, რადგანაც ჩვენი პროდუქციის შენახვას მკაცრი ტემპერატურული რეჟიმი აქვს - მაქსიმუმ 22 გრადუსი. ახალი შეფუთვა ამ პრობლემას მოხსნის. ასევე შეიცვალა დიზაინი და გაფორმება. ოქტომბერში ჩვენ ქართულ ბაზარზე მუშაობა შევაჩერეთ და ამჟამად ვბრუნდებით, ძირითადად სავაჭრო ქსელებში, რადგანაც ჩვენი პროდუქციის მსხვილი მომხმარებელი, სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესი - დღეს გაჩერებულია.



-შეჩერდა თუ არა ექსპორტი?

-არა, რადგანაც ჩვენ გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე ვმუშაობთ, თუმცა, რებრენდინგის თაობაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორები უკვე გავაფრთხილეთ და უახლოეს პერიოდში ისინი ჩვენს პროდუქციას ახალ შეფუთვაში მიიღებენ.


-როგორი იყო თქვენი პროდუქციის ექსპორტის ტენდენციები 2020 წელს?

-2020 წელს ჩვენი ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და ეს შესაძლებელი იმის წყალობით გახდა, რომ ჩვენ პარტნიორებთან სტაბილური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩვენი საქმიანობის პირველი წელს ძირითადი მიზანი სხვადასხვა სერტიფიკატების მიღება და მყარი პარტნიორების მოძიება იყო, დღეს კი უკვე სტაბილური მიწოდების სტადიაზე გავედით.


ჩვენი საექსპორტო ბაზრებია ევროპა, ბალტიისპირეთი და რუსეთი. ძირითადად ჩვენ გადამამუშავებელი მრეწველობისთვის ინგრედიენტებს ვყიდით, თუმცა ზრდა მზა პროდუქციის ევროპაში ექსპორტის კუთხითაც დაფიქსირდა.


-როგორი იყო კომპანიისთვის 2020 წელი?

ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კომპანიას, პანდემიის გამო ჩვენც გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგალითად, დანადგარების შეკეთებისთვის უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის ან უცხოეთში პროდუქციის ნიმუშების გაგზავნის კუთხით. თუმცა, 2018-2019 წლებში ჩვენ სწრაფად მივდიოდით წინ, 2020 წელს ეს ტემპი შენელდა და  დაფიქრების საშუალება მოგვეცა.


-რა გეგმები გაქვთ 2021 წელს?

-რამდენიმე ახალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც პანდემიის გამო შეჩერდა, დღეს კი განახლების სტადიაზე, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამ პროექტების რეალიზება 2021 წელს დაიწყება.


თენგიზ აბლოთია

წყარო: east-fruit.com


თეგები:
გემუანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up