აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი.
კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.