გემი „კადეტის“ ისტორია გრძელდება - HUB Georgia პროკურატურას მიმართავს

გემი „კადეტის“ ისტორია გრძელდება - HUB Georgia პროკურატურას მიმართავს

access_time2018-07-03 18:00:57

  

HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ამტკიცებს, რომ  საზღვაო აკადემიის საწრთვნელი გემ “Cadet”-ს არა აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა.  საჩვენებელი გასვლით კი  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა უფლებამოსილებას  გადაამეტა.


ორგანიზაცია HUB Georgia  საქართველოს პროკურატურას მიმართავს და იმ ფაქტის გამოძიებას ითხოვს, რის გამოც ცოტა ხნის წინა  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  კრიტიკის ობიექტი გახდა. 


 ამ თემაზე  HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  კომერსანტს  ექსკლუზიურად  წერილს გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


25 ივნისს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. ღონისძიებაზე თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ საზღვაო აკადემიის გემის „კადეტის“ საერთაშორისო შორეულ ნაოსნობაში გაშვება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. მამუკა ბახტაძემ გემი „კადეტი“ ასევე დიდი ზარზეიმით ოცამდე კურსანტთან ერთად საერთაშორისო შორეულ ნაოსნობაში გაამგზავრა, თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენ იმავე საღამოს გემის ადგილმდებარეობა გადავამოწმეთ, გემს არც მეტი არც ნაკლები, გონიოს სანაპიროსთან ახლოს ჰქონდა ღუზა ჩაშვებული. 



რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტს გამოვეხმაურეთ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მოუწოდეთ ნუ ახდენდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან ბათუმის ნავსადგურიდან გონიოს მიმდებარედ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის გადაადგილებას არანაირი კავშირი არ ქონდა არც საერთაშორისო და მითუმეტეს შორეულ ნაოსნობასთან.



მეორე დღეს, 26 ივნისს ჩვენი განცხადების საპასუხოდ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოვლებების განვითარებას მეტი საზოგადოებრივი ინტერესი შესძინა. მათ ჯერ ყველა განცხადებაში სიტყვა შორეული, საერთშორისოთი ჩაანაცვლეს. გემი კადეტიც შორეული ნაოსნობიდან, გონიოდან, გამოიხმეს და ბათუმის სანაპიროდან 27 მილის დაშორებით ნეიტრალურ წყლებში გაამგზავრეს. ალბათ იმ ლოგიკით, რომ სანაპიროდან 12 მილის იქეთ აღარ არის საქართველოს ტერიტორიული წყლები და შორეული თუ არა საერთაშორისო ნაოსნობაში ხომ მაინც ჩაითვლებოდა. რამაც დამატებითი კითხვები გააჩინა, რამდენად ქონდა აღნიშნულ გემს უფლება დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიული წყლები და ხომ არ მოხდა ამით საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის დარღვევა.



საზღვაო აკადემიის საწრთვნელი გემი “Cadet”-ი რეგისტრირებულია ქართული დროშის ქვეშ და ასევე მის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ქართული საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელიც არ არის აღიარებული ევროკავშირის მიერ. საზღვაო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო ნაოსნობის უფლება ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემს მხოლოდ მაშინ ენიჭება, როდესაც მის ტექ. ზედამხედველობას ახორციელებს ევროკავშირის მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება (მაგალითად DNV-GL, ABS, RMRS და ა.შ.) ან საზღვაო კოდექსის შესაბამისად შესაძლებელია ერთჯერადი საერთაშორისო ნაოსნობის უფლების მინიჭება გამონაკლისის სახით თუ გემი მიდის სხვა ნავსადგურში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ზემოთ აღნიშნულმა გემმა დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები და იმყოფებოდა ნაპირიდან 27 საზღვაო მილის მოშორებით. ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა უფლება ამ გემს საერთაშორისო ნაოსნობის განხორციელების და რის საფუძველზე? ხომ არ მოხდა საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა გემის კაპიტნისა და ასევე ნებართვის გამცემი ორგანოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის მიერ? გარდა ამისა გემზე იმყოფება 20 ახალგაზრდა გამოუცდელი სტუდენტი და იყო თუ არა მათი სიცოცხლის უსაფრთხოება დაცული გემზე, რომელსაც არ ქონდა უფლება დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიული წყლები?



ჩვენ შევისწავლეთ საწრთვნელი გემი “Cadet”-ის საკითხი, ჩვენმა იურისტებმა გადაამოწმეს საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისი მუხლები და ასევე გავითვალისწინეს სააგენტოს პასუხი დირექტორის მიერ დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.





უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ თავად სააგენტოს ვებ გვერდზე დევს ინფორმაცია, რომელიც დამყარებულია საზღვაო კოდექსის მოთხოვნებზე (იხილეთ დანართი N1) სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ შიდა ნაოსნობაში ჩართული გემებისათვის სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო ორგანიზაციებია: შპს „ჯორჯიან ვერიტასი“ და შპს „საზღვაო ლიოდი“. საწრთვნელი გემი ამჟამად იმყოფება შპს “ჯორჯიან ვერიტასის” ზედამხედველობის ქვეშ და მას არა აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა. გარდა ამისა, თავად საკლასიფიკაციო ოგრანიზაციის ვებ-გვერდზეც ვკითხულობთ ამის დამადასტურებელ ტექსტს (იხილეთ დანართი N2), რომ მათ მიერ გაცემული სერთიფიკატები ნაოსნობის დროს მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში (12 მილი).



ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც საზღვაო კოდექსი უშვებს (მუხლი 40, მე-5 პუნქტი) არის, როდესაც შიდა ნაოსნობაში ჩართულ გემს ესაჭიროება რემონტი სხვა ქვეყნის ნავსადგურში გადასასვლელად. ამ შემთხვევაში ეს ვარიანტი გამოირიცხა და რაც შეეხება სააგენტოს დირექტორის დისკრეციას, რითაც მან გაამყარა აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა აღინიშნოს, რას ნიშნავს დისკრეციული უფლება. ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში სააგენტოს დირექტორს კანონმდებლობა არ აძლევს რამოდენიმე ვარიანტს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ემყარება არც ქართულ და არც საერთაშორისო ნორმებს.



ჩვენ მიგვაჩნია, რომ სააგენტოს დირექტორმა მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და დაარღვია საქართველოს საზღვაო კოდექსი, ასევე მან საფრთხის ქვეშ დააყენა გემის და მისი ეკიპაჟის უსაფრთხოება, რადგან საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი გემი უნდა აკმაყოფილებდეს რიგი კონვენციების მოთხოვნებს და მნიშვნელობა არ აქვს გემი გაშლილ ზღვაში გავიდა თუ სხვა ქვეყანაში გაემგზავრა. 12 საზღვაო მილს მიღმა ნებისმიერი ნაოსნობა ითვლება საერთაშორისო ნაოსნობად.




საინტერესოა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის დისკრეციული გადაწყვეტილება, საზღვაო კოდექსი ან საერთაშორისო კონვენციების რომელ კონკრეტულ ნორმას ემყარება. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა ეს გადაწყვეტილება გემის ზღვაში გასვლამდე იყო მიღებული თუ გემის ზღვაში ყოფნის დროს, მას შემდეგ რაც ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება და ამით სააგენტოს დირექტორი შეეცადა საკითხის გამართლებას.



თუ კი დადასტურდა, რომ სააგენტოს დირექტორმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს და მას გააკეთებინეს არასწორი განცხადება. უფრო მეტიც, სახელმწიფო ორგანომ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთოების უზრუნვეყყოფა პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენა გემის ეკიპაჟის, აკადემიის სტუდენტების და თავად გემის უსაფრთხოებაც. ალბათ ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაც, რომლის წევრიც არის საქართველო.



გარდა ამისა ჩნდება უამრავი სხვა შეკითხვა. მაგალითად, დაიხურა თუ არა საზღვარი გემის გასვლისას, უფიქსირდებათ თუ არა გემზე მყოფ პირებს საზღვრის კვეთა, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო გემი „კადეტის“ საერთაშორისო ნაოსნობაში მონაწილეობა და სხვა. ასევე იკვეთება ახალი გარემოება, ჰქონდა თუ არა გემის კაპიტანს საერთაშორისო ნაოსნობის განხორციელების უფლება?




ამ და სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.



აღნიშნული გარემოებების შესწავლის მიზნით, ორგანიზაცია HUB Georgia მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება.




აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ დამნაშავეები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დააღვია კანონი და საკუთარი თავი დააყენა კოდექსზე მაღლა, ვინც არ გადაამოწმა ან გადაამოწმა და გემს, რომელსაც არ ჰქონდა ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება და მაინც გაუშვა საერთაშორისო ნაოსნობაში, რითაც უხეშად დაარღვია კანონმდებლობა და უსაფრთხოების ნორმები, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენა სტუდენტების სიცოცხლე და გემის უსაფრთხო ნაოსნობა.




დანართი 1 http://mta.gov.ge/?m=144)
დანართი N2 http://georgianveritas.com/?page=service&lang=ge


„კომერსანტი“ 




20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up