გელა ხანიშვილი: ფაროსანასგან ზიანი მინიმუმამდე შემცირდება

გელა ხანიშვილი: ფაროსანასგან ზიანი მინიმუმამდე შემცირდება

access_time2019-03-31 14:52:38

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და დასავლეთ საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილა და ხაზი გაუსვა მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების როლს. 

"აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სრულყოფილი ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მავნებელს კონტროლქვეშ მოაქცევს და შესაბამისად, სასოფლო სამეურნეო კულტურების ზიანი მინიმუმამდე შემცირდება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ქართველი ფერმერები წლევანდელ სეზონს ბევრად მომზადებულები ხვდებიან, უფრო ორგანიზებული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც თხილის კულტურის მოვლასთან არის დაკავშირებული. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა წელს მეტი ინტენსივობით, მეტი ჩართულობით შეძლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. 

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ცნობისთვის: ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სწორედ ფაროსანას გავრცელების და დაავადებების გამო, თხილმა ქართული საექსპორტო პროდუქციის ათეულში პოზიცია დაკარგა. 

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან თხილის ექსპორტმა 57 მლნ 266 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლებია, 2016 წელთან შედარებით კი - 68%-ით.



BMG


თეგები:
ფაროსანა



აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი
access_time2019-11-17 12:44:25
ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს. როგორც არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული. გარდა ამისა, პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე სპეციალური ეკიპირებაა მიტანილი.საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შუადღით, სამ საათზე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიციური პარტიებია. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის...


მსგავსი სიახლეები

up