„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

access_time2020-11-25 10:00:11

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

„ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხ აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო ოპერაციები გახდება. მისივე განმარტებით, სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებულად, გეგმიურად გაკეთებული ოპერაციები უფრო სწორია.

 

„შეიძლება ოპერაცია გეგმიური იყოს ორი თვის განმავლობაში, მაგრამ ვადაში თუ არ ჩაჯექი, შემდეგ გადაუდებელი გახდება. სასწრაფო ოპერაციებს კი ნამდვილად გეგმიური სჯობია, რადგან ბევრ გართულებას აირიდებ თავიდან. როდესაც სასწრაფო შემთხვევასთან გაქვს საქმე ვერ იკვლევ, პაციენტს რაიმე სირთულეები აქვს თუ არა, შეიძლება ისეთი თანმხლები დაავადება ჰქონდეს, რომ იმას ვერ უმკურნალო და მდგომარეობა გართულდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარჯის კუთხითაც, გეგმიური ოპერაციის გაკეთება უფრო ეფექტურია“, - აცხადებს ვახტანგ ლაშხი.

 

ექიმი მიიჩნევს, რომ ახალი დადგენილება „ჯო ენის სამედიცინო ცენტრს“  არ ეხება, რადგან მათთან გაკეთებული ოპერაციების 90 პროცენტი არის სასწრაფო ან სასწრაფო დაყოვნებული. ვახტანგ ლაშხის განცხადებით, შესაძლოა საქართველოს მთავრობა აღნიშნული, გადაწყვეტილებით საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას გეგმავს.

 

„ჩვენი საავადმყოფო ძირითადად ბავშვთა კარდიოქირურგიის მიმართულებით მუშაობს. ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა ახალშობილი მოუყვანიათ და როდესაც არ იცი შენი პაციენტი ხვალ დაიბადება თუ ერთ კვირაში ვერაფრით გახდები კოვიდსაავადმყოფო. როგორც სამშობიაროს ვერ გადაიყვან კოვიდ მიმღებად, ჩვენც დაახლოებით ასე განვიხილებით. ჩვენს შემთხვევაში ეს იძულებით მოხდება თუ ქვეყანაში ტოტალურად მძიმე სიტუაცია შეიქმნება, გეგმიური ოპერაციები თუ ვერ გააკეთე, თუ დაფინანსება ვერ მიიღე თანამშრომლები ხომ უნდა შეინარჩუნო რაღაცნაირად.  დადგენილება შევიდა ძალაში, მაგრამ ჩვენთან ეს ფაქტად არ დამდგარა, მსგავსი შემთხვევა თუ მოხდება ალბათ, თანხას არ აანაზღაურებენ, მაშინ გავჩერდებით და ეგ იქნება. ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ ალბათ არ არის ფინანსური საშუალება იმისა, რომ თანხა ყველაფერს მოეხმარონ ან შეიძლება ფინანსურ რესურსებს ინახავენ, რათა ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების შემთხვევაში კოვიდს მოახმარონ“, - განმარტავს ვახტანგ ლაშხი.

 


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას გეგმიური ოპერაციების შეჩერებასთან დაკავშირებით სწორს და დროულს უწოდებს „საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი სულხან ლომინაძე. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით პაციენტისთვის უმჯობესია გეგმური ოპერაციები გადაიდოს.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღო, შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც კი, თუმცა ეს დადგენილება აუცილებლად უნდა ამოქმედებულიყო. პირველი არის პაციენტი, შემდეგ არის ფინანსური მხარე. ამ ეტაპზე, როდესაც ასეთი კრიტიკული ვითარებაა, პაციენტებისთვის უმჯობესია გეგმიური ოპერაციები გადაიდოს. ეს ყველა ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია. ჩვენი კლინიკა არ არის კოვიდ პაციენტებით დატვირთული და მწვანე კლინიკად ითვლება, მაგრამ პაციენტების მომართვიანობა განახევრებულია, აქედან გამომდინარე თუ პაციენტს ჩარევის თვალსაზრისით რაიმე დასჭირდა, ეს შეიძლება ურგენტულადაც გაკეთდეს და სასწრაფო დაყოვნებულითაც“, - განაცხადა სულხან ლომინაძემ.

 

„საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის“ პრეზიდენტის აზრს იზიარებს   „Medi Club Georgia“ - ს სამედიცინო დირექტორი გიორგი გოცაძე. იგი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების შემცირებას ემსახურება. გოცაძე ამბობს, რომ „Medi Club Georgia“ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებს.

 

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი პანდემიის მართვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გეგმიური სერვისების შეწყვეტა, ასეთი მოზღვავებული პაციენტების პირობებში, არის მართვის თანმხლები გადაწყვეტილება. მიღებული დადგენილება კავშირში იმასთან, რომ გეგმიური ნაკადი ჰოსპიტალში შემცირდეს და დაწესებულებას ჰქონდეს საშუალება დაინფიცირებულ პაციენტებს მოემსახუროს. ჩვენ მივყვებით ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებებს და რეკომენდაციებს შესაბამისად არ გვაქვს უფლება შევეწინააღმდეგოთ. რახან ამ გადაწყვეტილებას იღებენ, ე.გ  ის გარკვეულ მონაცემებზე და მდგომარეობაზეა დაფუძნებული. 10 რიცხვამდე ვისაც საგარანტიო წერილი მიღებული აქვს იმათი მომსახურება უნდა მოხდეს, ამის შემდეგ მწვავე შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, რომელშიც შედის როგორც თერაპიული ასევე ქირურგიული პათოლოგიები“,- ამბობს გიორგი გოცაძე.

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაგეგმილი ოპერაციების  გადადება ნაკლებად საზიანო იქნება. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მინისტრმა თქვა ისიც, რომ გადაწყვეტილება ბიუჯეტს არ უკავშირდება.

 

ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, ადამიანი რომელიც არ იყო კოვიდინფიცირებული, მიმართა კლინიკას ჩაიტარა კონკრეტული ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისევ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, გეგმიური ოპერაციები შევზღუდოთ და დაყოვნება გავზარდოთ პირველ მარტამდე, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბრის №688 დადგენილების თანახმად, გეგმიური ოპერაციები პირველ მარტამდე გადაიდება. გამონაკლისს წარმოადგენს, სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები, კარდიოქირურგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის და არითმოლოგიის მომსახურება.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up