გეგელია სენატორების წერილზე: ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციას

გეგელია სენატორების წერილზე: ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციას

access_time2020-05-16 14:00:29

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ამერიკელი კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ წერილს ეხმაურება. როგორც გრიგოლ გეგელია აცხადებს, წერილმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ნაცვლად პროდასავლური ინტერესების გაღრმავებისა, მმართველმა პარტიამ ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გაძლიერებას შეუწყო ხელი.


„აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების წერილი წარმოადგენს მკაფიო ვერდიქტს, რომელიც ფარდას ხდის „ქართული ოცნების“ მმართველობის ანტისახელმწიფოებრივ წლებს. წერილი ცხადყოფს, რომ ნაცვლად პროქართული და პროდასავლური ინტერესების გაღრმავებისა, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ნოყიერი ნიადაგი რუსებისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გასაძლიერებლად. „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულმა უგუნურმა საგარეო და საშინაო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ამ სამარცხვინო მომენტის დადგომა, როდესაც ხელისუფლება ღიად არის ეჭვმიტანელი ჩვენივე ქვეყნის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინტერსების მტრობასა და რუსეთის ინეტერსების გატარებაში. სენატორთა წერილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციას და ღიად მიანიშნებს რომ საქართველოს მთავრობის მავნებლური და უგუნური გეოპოლიტიკური სვლები, პირველ რიგში კი, ანაკლიის პორტის ისტორიული პროექტის ხელის შეშლა პირდაპირ არის განპირობებული ივანიშვილის კავშირებით რუსეთის ფედერაციასთან. ანაკლიასთან დაკავშირებით სენატორები და კონგრესმენები აღნიშანვენ რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუწყო ამერიკული კომპანიების მიზანმიმართულ გარიყვას იმ პორტის მშენებლობიდან, რომელიც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან დაიცავდა, შედეგად დაზარალდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები და ანაკლიის გრანდიოზული პროექტი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი კარიბჭე, რომელიც საქართველოს გლობალური მნიშვნელობის მოთამაშედ აქცევდა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გეოპოლიტიკურ და სამხედრო მნიშვნელობას გააათმაგებდა. სენატორები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაუარესდა მმართველობის სტანდარტები, შემცირდა პირდაპირი უცხო ინვესტიცია და გართულდა პირობები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინვესტორთათვის. სამაგიეროდ, იმავე წლებში გზა გაეხსნა კანონსაწინააღმდეგო ვაჭრობას, ხოლო ქართული ფინანსური სისტემა გამოიყენებოდა საერთაშორისო სანქციათა გვერდის ასავლელად. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არნახულად აზარალა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და იგი მიზანმიმართულად წაიყვანა საერთაშორისო იზოლაციისკენ, რაც გამოიწვევს ინვესიტიციების შემდგომ კლებას და ქართული საკითხის საბოლოო გაქრობას საერთაშორისო დღის წესრიგიდან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.


თეგები:
გეგელია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up