Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

access_time2020-04-02 14:15:17

ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ.


„ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს პროდუქციას და კურიერს ყველა წესების დაცვით მიჰქონდა შენაძენი ადგილზე. ახლა ფაქტობრივად, გაჩერებულები  ვართ და აღარ ვამუშავებთ არაფერს. საგანგებო მდგომერეობის გამოცხადების პერიოდიდან 7 თანამშრომელი გვყავდა 700 კვადრატულ მეტრ სივრცეში და უსაფრთხოების  ყველა წესს ვიცავდით, მაგრამ დღეიდან ყველანაირი შემოსავალი გაგვიჩერდა. ეს ძალაინ ცუდად აისახება ჩვენს საქმიანობაზე და დიდი დარტყმა იქნება ბიზნესისთვის. იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო შემდეგ რამეს მოიფიქრებს ბიზნესის დასახმარებლად. ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნოლზე ვრჩებით. ექსპორტი გაჩერდა, ადგილობრივი გაყიდვები გაჩერდა, სხვა რა უნდა მოვფიქროთ? ძალიან ბევრმა კომპანიამ გამოთქვა პროტესტი დისტანციური გაყიდვების აკრძალვაზე. ჩვენც აქტიურად ხაზზე ვართ შესაბამის უწყებებთან, ვრეკავთ და ვცდილობთ, რომ რაღაცაზე დავითანხმოთ, მაგრამ პირდაპირ უარს გვეუბნებიან.“ - განმარტავს „გეფერინის“ დამფუძნებელი ილია გეფერიძე.


რაც შეეხება „გეფერინის“ 60 ზე მეტ თანამშრომელს, ამ ეტაპზე ისინი უხელფასო შვებულებაში არიან. როგორც გეფერიძე აღნიშნავს, მოცემულ სიტუაციაში კომპანიას რესურსი არ გააჩნია.


„რაც შეეხება თანამშრომლებს, ჩვენ სამწუხაროდ მათ ვერაფერს ვერ ავუნაზღაურებთ. დიდი სიამოვნებით, მაგრამ ყველაფერი გაგვიჩერდა, კომპანიას არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და რესურსი არ გვაქვს.  ჯამში 60 ამდე თანამშრომელი გვყავს და შეუძლებელია უბრალოდ მათთვის ჩვეული ანაზღაურების გადახდა.  ვეცდები ამ ყველაფრის შემდეგ დავაკომპენსირო, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ამის საშუალება კომპანიას არ აქვს.“ - განაცხადა ილია გეფერიძემ.



ცოტა ხნის წინ ჩანთების ქართულმა  ბრენდმა   ,,გეფერინმა“,  რომელიც ჩინეთში აქსესუარების ექსკლუზიურად გაყიდვაზე მოლაპარაკებას ჩინური აქსესუარების კომპანიასთან (www.viyajewelry.com) აწარმოებდა, ხელშეკრულება კორონავირუსის გამო შეწყვიტა. გარდა ამისა, „გეფერინი“   უკვე 8 თვეა amazon-ზე საკუთარ პროდუქციას ყიდის, თუმცა ამ ეტაპზე ექსპორტი შეჩერებულია.


შეგახსენებთ, რომ მთავრობის 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები. კერძოდ ონლაინ ვაჭრობა შესაძლებელია საკვები პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში. 2 აპრილს მიღებული დადგენილებით, დისტანციურად ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ კომპანიებს, რომლებიც იცავენ უსაფრთხოების წესებს. გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.


რაც შეეხება ქართულ  Gepherrini-ს, ის 2014 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე მის განვითარებაში 1,5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც - ადგილობრივ ბაზარზე, ასევე რამდენიმე ქვეყანაში - ამერიკაში, ჰონგ- კონგში, შვეიცარიაში, შვედეთში, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში იყიდება.

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
გეფერინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up