გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა - კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენ გვერდში ვარ, მაგრამ თუ ​კორონავირუსთან მეგობრობას აპირებთ, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გაშოვნინოთ

გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა - კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენ გვერდში ვარ, მაგრამ თუ ​კორონავირუსთან მეგობრობას აპირებთ, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გაშოვნინოთ

access_time2020-05-21 19:00:01

​არავის გაქვთ იმის უფლება, რომ ახლა ავტორიტარული რეჟიმი გააფორმოთ ამ კანონის მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ვერ ვხვდებით ამ კანონის პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობას. ან გგონიათ, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით. თუ თქვენ ვერ ხვდებით, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. ეს კანონი ქვეყანაში ცვლის სახელმწიფო მმართველობის ფორმას და საპარლამენტო რესპუბლიკის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ აბსოლუტიზმს. ეს არის ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ცალსახა გადაწყვეტილება და ვინც ამ გადაწყვეტილებას ხმას აძლევს, მას კარგად უნდა ესმოდეს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური ფასი. ვინც მწვანეს მიაჭერთ ხელს და გამოგვიცხადებთ, რომ სამართლებრივ დიქტატურაში ვაპირებთ, რომ გაცხოვროთ და ამ შემთხვევაში ამოიფარებთ კორონავირუსს, ყველას გეუბნებით პირდაპირ, კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენს გვერდში ვარ, მაგრამ თუ თქვენ აპირებთ კორონავირუსთან მეგობრობას, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

 

მისი თქმით, პარლამენტში შესული კანონპროექტით ავტორიტარიზმის გაფორმება ხდება.

 

„არავის გაქვთ უფლება, რომ ახლა ავტორიტარული რეჟიმი გააფორმოთ ამ კანონის მეშვეობით. ამიტომ იმ მწვანეზე მიჭერის დროს კარგად მიხვდით, რა პასუხისმგებლობას იღებთ. არანაირი ავადმყოფობა და ეპიდემია არ შეიძლება, ამოიფაროთ და ასეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოთ. ყველას უნდა ესმოდეს ამის პოლიტიკური და სამართლებრივი ფასი. არ გესმით? ცოტა უფრო მეტად დაიძაბეთ და გაამოძრავეთ თქვენი ნაცრისფერი უჯრედები გონებაში. თუ გესმით და აკეთებთ, თქვენ ძალიან ცუდ რაღაცას უკეთებთ საქართველოს მოსახლოებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამისი ართქმა, თვალში ერთმანეთისთვის არშეხედვა და სიმართლის ბოლომდე ართქმა არასწორია. კარგად გესმოდეთ, რას აკეთებთ. ამას არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთებთ და არც რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფს, ამას უკეთებთ საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას. ამის უფლება არავის გაქვთ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.


 

მისი თქმით, პარლამენტს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არის პარლამენტის განსაკუთრებული უფლება.

 

„პარლამენტი დროებით აძლევს თუ არა ვიღაცას უფლებას, დაამყაროს დროებით სამართლებრივი დიქტატურა, ამაზე ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. როდესაც შენ ამაზე უარს ამბობ და ამას სხვა ინსტიტუციას აძლევს, შენ ცვლი ქვეყანაში პოლიტიკურ, სამართლებრივ და ინსტიტუციურ მოწყობას. ერთი კანონის დონეზე ამის გაკეთება არც მორალურად, არც ინტელექტუალურად და არც სამართლებრივად, არ არის სწორი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კარგად გაიაზრეთ ამისი მორალური ფასი. იმიტომ, რომ ყველას მოგვიბრუნდება. მე ძალიან მიხარია, რომ არანაირი ვალდებულება არ მაქვს, ამას მხარი დავუჭირო, მაგრამ ვისაც გგონიათ, რომ ასეთი ვალდებულება გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენ უფრო მეტი ვალდებულება გაქვთ საქართველოს წინაშე და საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.

 

1 TV





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up