გედევან ფოფხაძე - ხელისუფლება არის აბსოლუტურად უზურპირებული, მაგრამ შეჭრა ნიშნავს, რომ შენც იმავეს აკეთებ

გედევან ფოფხაძე - ხელისუფლება არის აბსოლუტურად უზურპირებული, მაგრამ შეჭრა ნიშნავს, რომ შენც იმავეს აკეთებ

access_time2019-11-17 17:33:28

არც ერთ აქციას უნდობლობას არ ვუცხადებ და ზოგადად, მიმაჩნია, რომ არის ერთიანი პროტესტი უსამართლობის წინაშე, – ასე შეაფასა თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციები დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. მისი თქმით, როცა ხდება საჯარო დაპირება, უნდა სრულდებოდეს.

 

„აქ ვიმოძრავებ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც ერთ აქციას უნდობლობას არ ვუცხადებ და ზოგადად, მიმაჩნია, რომ არის ერთიანი პროტესტი უსამართლობის წინაშე. ახლა ამ პროტესტს ვინც უნდა გამოხატავდეს, ის არის მართალი და უსამართლობა მოხდა, ეს უსამართლობა არის გამოსასწორებელი და ახლა როგორ გამოასწორებს ხელისუფლება, ამაზე მე მიჭირს საუბარი. საარჩევნო სისტემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, უბრალოდ, რა განწყობებიც აქვს ხალხს, ის განწყობები უნდა აისახოს მომავალ პარლამენტში. ეს თუ არ მოხდა, ეს გამოიწვევს ვითარების ესკალაციას, თორემ არანაირად არავის არ აინტერესებს, რომ პოლიტიკური პროცესები იყოს ქუჩაში. უბრალოდ, როცა ხდება საჯარო დაპირება, უნდა სრულდებოდეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

მისი თქმით, აქციების მონაწილეების ოთხოვნა სამართლიანი, რადგან ხელისუფლება ძალიან უსამართლოდ მოიქცა.

 

„ასეთი საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან უნდა იწვევდეს იმ ხელისუფლების პოლიტიკურ კრახს და პოლიტიკურ დასასრულს. მე არ მინდა, პოლიტიკური დასასრული ამა თუ იმ ხელისუფლების რაიმე ფორმით შეეხოს ჩემი ქვეყნის სტაბილურობას და მის პოლიტიკურ სიკეთეებს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.


 

ის ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ აქციების მოთხოვნის მიმართ არის სოლიდარული და არ არის მათ ორგანიზატორთა შორის.

 

„არსად შეჭრა საჭიროდ არ მიმაჩნია, თუ ხელისუფლება არ გადავა რაღაც კანონიერების ჩარჩოებს, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ხელისუფლება არის აბსოლუტურად უზურპირებული, მაგრამ შეჭრა ნიშნავს, რომ შენც იმავეს აკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ახლანდელი ხელისუფლება უკვე ლეგიტიმაციის ჩარჩოებიდან გავიდა, არ მგონია, რომ რაიმე შენობების უკანონო დაკავება იყოს სწორი პასუხი ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობაზე. ამიტომ, მგონია რომ საპროტესტო აქცია უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად, მშვიდობიანად“, – აცხადებს ფოფხაძე.

 

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არსებითი არ არის.

 

„მე მაინც და მაინც ამ მოთხოვნის გამო განსაკუთრებულ საპროტესტო განწყობებს ვერ შევიქმნი, რადგან მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები აწყობს ორ პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა ასეთი არჩევნებისთვის ნაკლებადაა მზად. მე არ მინდა ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი და ამიტომ, მსურს, მორიგი არჩევნები პროპორციული სისტემით, ამას ველოდებით ჩვენ იმ კენჭისყრებიდან, რომელიც ხელისუფლებამ არასწორად ჩაატარა, რიგგარეშეს მოთხოვნა ამ შემთხვევაში უფრო დაკავშირებულია ემოციურ ფონთან ვიდრე რეალურ საჭიროებასთან, რადგან ჯობს, ხალხმა ექვსი თვით უფრო გვიან გააკეთოს სწორი არჩევანი, ვიდრე ექვსი თვით ადრე გააკეთოს ემოციური არჩევანი. ამიტომ, ჩემთვის ეს მოთხოვნა ასეთი რელევანტური არ არის, მაგრამ ვინაიდან, ზოგადი პროტესტი უსამართლობასთან მიმართებაში არის და ეს პროტესტი არის სამართლიანი, მე ამ სივრცეში ავტომატურად მოვექეცი“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.


1tv




რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 11:30:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია
access_time2019-12-16 12:00:45
2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის...

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა
access_time2019-12-16 10:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიმოიხილა.  2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up