გედევან ფოფხაძე - ხალხო, ქვეყანაში მართლა კორუფციაა და მეჩვენება, რომ ეს კორუფცია ლეგიტიმურია

გედევან ფოფხაძე - ხალხო, ქვეყანაში მართლა კორუფციაა და მეჩვენება, რომ ეს კორუფცია ლეგიტიმურია

access_time2019-10-29 15:27:09

ხალხო, ქვეყანაში მართლა კორუფციაა და მეჩვენება ეს კორუფცია ლეგიტიმურია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წელს ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა ძველ საქმეს შეისწავლის და ყველა დამნაშავეს და კორუმპირებულ ჩინოვნიკს ციხეში გაუშვებს.


„ჩვენ ვუსმინეთ ლაშა ნაცვლიშვილს, რა ილაპარაკა წინა კვირას, ისე გამოვიდა, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებულები ვყოფილვართ და ესენი (ნაციონალური მოძრაობა) დღეს რომ ოპოზიციაა, ლაშა ნაცვლიშვილის პროკურორობის დამსახურება ყოფილა. ამაზე არავინ რომ არ იბარტყუნებთ უმრავლესობიდან ყურს და არ აქცევთ არაფერს ყურადღებას, ეს ნორმალურია?! ერთს მაინც გეთქვათ, რომ ეს პოზიცია აბსურდული იყო, მაგრამ არავის გაუპროტესტებია განცხადებები, რომ თურმე არ დაიჭირა დამნაშავეები და წავიდა გარიგებაზე იმიტომ, რომ თურმე ოპოზიცია სჭირდებოდა ქვეყანას. ოპოზიციასაც მოვუწოდებ, მეტი ყურადღება მიაქციონ ამ განცხადებას, იმიტომ, რომ ამ ისტორიაში თქვენც არ გამოდიხართ კარგ ფორმაში. თუ თქვენზე დაწყობილი საქმეები არსებობს, გადამწყვეტ მომენტში რა სახით შეიძლება იყოს გამოყენებული, გასაგებია. ხალხო ქვეყანაში მართლა კორუფციაა და როგორც ლაშა ნაცვლიშვილის საუბრიდან მეჩვენება, ეს კორუფცია ლეგიტიმურია, იმიტომ, რომ მათ აპატიეს ეს კორუფცია და გადმოიბარეს კორუფციული სქემები.



რასაც აუდიტის დასკვნები საუბრობს, ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობები - ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რომლებიც ფულს აკეთებენ. ეს ადამიანები დასაჭერები არიან. 2020 წელს უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ამ ადამიანებს დაიჭერს. დაიჭერთ ამ ადამიანებს? თუ ხართ დამჭერები ახლავე დაიჭირეთ?! თუ უბრალოდ აშანტაჟებთ კალაძეს აუდიტის დასკვნით ?! ჩამოყალიბდით და გაერკვიეთ რა გინდათ. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მკვეთრი პოზიცია უნდა ჰქონდეს ყველას იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ან ვცვლით საქართველოს და მიგვყავს უკეთესი მიმართულებით, ან ვიკავებთ სირაქლემის პოზიციას და სამარცხვინო იქნება ეს პოზიცია, იმიტომ, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა მოიგოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველა გადადებულ და გაჩერებულ სისხლის სამართლის საქმეს უკან დააბრუნებს, ახალ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ყველას პასუხს მოსთხოვს. ციხეში იქნებიან აქლემის ქურდები და არა ნემსის ქურდები“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


ipn.ge





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up