გედევან ფოფხაძე - მთავრობაში ეკონომიკური მიმართულება თვითდინებაზეა მიშვებული და იმედი აქვთ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს

გედევან ფოფხაძე - მთავრობაში ეკონომიკური მიმართულება თვითდინებაზეა მიშვებული და იმედი აქვთ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს

access_time2019-04-19 12:40:04

მგონია, რომ მთავრობაში ეკონომიკური მიმართულება თვითდინებაზეა მიშვებული და იმედი აქვთ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ეკონომიკის მინისტრის მიერ პოსტიდან წასვლის შესახებ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და ამ ვითარებაში თუ რაიმე ან ვინმე იცვლება, უნდა იყოს ძალიან მკვეთრი არგუმენტაცია. მგონია, რომ მთავრობაში ეკონომიკურ მიმართულებას უყურებენ თვითდინებაზე და იმედი აქვთ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს, ამ რეალობიდან გამომდინარე ძალიან უიმედოდ ვგრძობ თავს“,- განაცხადა ფოფხაძემ.


კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება გიორგი ქობულიას პოსტიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილს, დეპუტატის განცხადებით, ამაზე ბიძინა ივანიშვილმა თავად უნდა ისაუბროს.



„იყო დრო განსხვავებული ადამიანების მიმართ ძალიან ლოიალური იყო, მაგრამ ახლა ძალიან აგრესიული გახდა. თვითონ უნდა ახსნას ეს ყველაფერი. ვინაიდან მისი პოლიტიკური წონა იძლევა საფუძველს, რომ ეს კითხვები დაისვას, ის უნდა გამოჩნდეს საზოგადოებასთან და გასცეს კითხვებს პასუხები. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ მინისტრები არ გვყავს. ამ მოცემულობაში ფორმალურად ესა თუ ის ადამიანი იქნება თუ არა მინისტრის პოსტზე, ეს არსებითად არაფერს ცვლის“,- განაცხადა ფოფხაძემ.


IPN






კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up