GDI “თიბისი ბანკის“ საქმეზე: ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს

GDI “თიბისი ბანკის“ საქმეზე: ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს

access_time2019-02-18 22:50:11

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელძღვანელ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ბიზნესის ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის საკითხს უკავშირდება, ინტერესის საგანს წარმოადგენს.

 

ასე გამოეხმაურა გიორგი მშვენიერაძე მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, TBC-ის საქმესთან დაკავშირებით, შეიქმნას საბჭო NGO-ების, დპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიების მონაწილეობით, რომელიც თიბისი ბანკის საქმეს შეისწავლის.

 

„საზოგადოებას და მათ შორის ჩვენ, გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა განსაკუთრებით ხელისუფლებასთან, თუ რატომ გადაწყვიტა მან 11 წლის შემდგომ მიბრუნებოდა საქმეს, რომელზეც თურმე როგორც ჩანს, ბევრ ადამიანს უმსჯელია უკვე და მათ შორის საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებსაც და რატომ გადაწყვიტა, რომ ეს თემა უნდა გამხდარიყო აქტუალური მაშინ, როდესაც ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კრიტიკული კომენტარები გააკეთა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კითხვები, რა თქმა უნდა, გვაქვს. ნებისმიერი პროცესი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მსხვილი ბიზნესის ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის საკითხს ბუნებრივია ჩვენ ინტერესი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და კითხვები ნაკლები დარჩეს. თუკი ბატონი მამუკა გადაწყვეტს, რომ დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს რომელიც კანონის უზენაესობის საკითხებზე მუშაობს, ჩვენ მზად ვიქნებით ვიყოთ ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

 

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც ფიქრობს, რომ NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ „მათ გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ ექნება“.


 

„ზოგადად საკითხის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა. ეს ხელს შეუწყობს საკითხის გამჭვირვალობას, თუმცა სამწუხაროდ, ამას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება; ეს ძალა მხოლოდ ეროვნული ბანკის და სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვს. რამდენად ქმედითი იქნება ეს ნაბიჯი, არ ვიცი, - განაცხადა კეპულაძემ.

 

მისივე თქმით, თიბისი ბანკი იძულებული გახდა ეს საქმე საჯარო გაეხადა და ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. ის განმარტავს, რომ „საზოგადოება და ბანკები“ მზადაა, მიიღოს საქმის შესწავლაში მონაწილეობა.

 

„როგორც ჩანს, თიბისი ბანკმა გადაწყვიტა საჯარო გახადოს ეს თემა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მათი არჩევანი. მათ მოუწიათ ამ ველში გადასვლა, პრინციპში მათ ინტერესებშიც შედის. თუ შემოგვთავაზებენ, „საზოგადოება და ბანკები“ მზადაა ჩაერთოს ამ პროცესში, მოვიფიქრებთ რა ფორმით შეიძლება შედგეს ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც კომერციულ ბანკებთან თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მიგვიღია მონაწილეობა გარკვეულ პროცესებში“, - აცხადებს კეპულაძე.

 

წყარო: bm.ge





„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up