GCF - პროექტის სამუშაო შეხვედრა საჯარო უწყებებისა და თემის წარმომადგენლებთან

GCF - პროექტის სამუშაო შეხვედრა საჯარო უწყებებისა და თემის წარმომადგენლებთან

access_time2020-10-20 13:12:34

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, საჯარო უწყებებისა და თემის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


„პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას და ცნობიერების ამაღლებას.



კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების ექსპერტებმა ირაკლი ქობულიამ და კახა ბახტაძემ ადგილობრივი მერიების, საკრებულოებისა და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საუკეთესო გამოცდილებები ფინანსური და სამართლებრივი რეგულაციების შესახებ და ერთად შეიმუშავეს რეკომენდაციები თემის მედეგობის გაძლიერებისათვის.




შეხვედრაზე დამსწრე პირებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს კატასტროფის მართვის კუთხით ადგილობრივ დონეზე არსებული მექანიზმებისა და მიდგომების. უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პროცესში მათი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას და ისაუბრეს თემის მედეგობის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შესაძლებლობებზე.



პროგრამა თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
access_time2020-11-25 09:55:55
ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის...

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...


მსგავსი სიახლეები

up