გაზზე მომუშავე მანქანების 98% ტექდათვალიერების პირობებს ვერ აკმაყოფილებს

გაზზე მომუშავე მანქანების 98% ტექდათვალიერების პირობებს ვერ აკმაყოფილებს

access_time2018-08-08 09:30:11


გაზზე მომუშავე მანქანების სავალდებულო ტექდათვალიერება 1-ლი იანვრიდან სავალდებულო გახდა. როგორც რეზონანსი წერს, მანქანების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შემოწმებულია. დათვალიერების ცენტრებში ამბობენ, რომ 98% სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამოა და დარჩენილი 2%, რომელიც შედარებით მწყობრშია, სავალდებულო ინსპექტირების კანონის შემოღების შემდეგ არის გადაკეთებული.



განსხვავებულია ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია.



გაზზე მომუშავე ავტომობილების პერიოდული ინსპექტირება, რომელიც დაგვიანებით დაიწყო, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, ძალაშია. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, სულ რამდენი მანქანა მოძრაობს საქართველოში ბუნებრივი თუ თხევადი აირით, შესაბამისად უცნობია ისიც, კიდევ რამდენმა პროცენტმა უნდა გაიაროს სავალდებულო შემოწმება.



ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მანქანების დიდი უმრავლესობა გამართულია. სხვაგვარია თავად ამ სფეროში მომუშავე იმ სპეციალისტების ინფორმაცია, რომლებსაც ტექნიკურად გამართულობისთვის მიმართავენ ავტომფლობელები.



ბიზნეს-რეზონანსმა ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები და გაირკვა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, აქედან გამართულია 41 998 (73%) მანქანა, ხოლო დახარვეზდა 13 360 (23%).



დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 2018 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით, განმეორებითი ტესტირება გაიარა 9 655-მა ავტომობილმა, საიდანაც განმეორებით დახარვეზდა 440. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გზაზე გადაადგილება აეკრძალა 1 539 (27%) სატრანსპორტო საშუალებას. 



ეს არის ზოგადი და მშრალი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ინსპექტირების პროცესზე. გაცილებით საყურადღებო ცნობები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ შეხება აქვთ ტექდათვალიერების პროცესთან.




შპს აირბალონის წარმომადგენელი გიორგი ხვედელიძე ბიზეს-რეზონანსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გაზზე მომუშავე მანქანების 98% გაუმართავი და შეუსაბამოა ნორმებთან. უმეტესად ერთი სახის პრობლემა აქვს ყველა მანქანას.



რომელი მანქანაც კი მოვიდა, თითქმის ყველას (98%-ს მაინც) პრობლემები ჰქონდა და სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენთვის. ის 2%, რომელიც, ერთი შეხედვით, სტანდარტების პირობებს აკმაყოფილებდა, იყო გადაკეთებული მანქანები. უმეტესობას მანომეტრები ჰქონდა საბარგულში, გაზის მილი არასწორად იყო შეფუთული, შეერთებაშიც იყო ხარვეზი, რაც ძალიან საშიშია.



ყველა მანქანას, რომელსაც დარღვევა ჰქონდა, დაახლოებით ერთი ტიპის პრობლემა აღმოაჩნდა გაზის მოწყობილობასთან დაკავშირებით. იმედია, მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება და მანქანები სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომ დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე, - აღნიშნა გიორგი ხვედელიძემ.



მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობა იაზრებს იმ რისკებს, რომლებიც პრობლემურ და არასტანდარტულ ავტომანქანებს ეხება, მაინც არ გადიან ტექდათვალიერებას თავიანთი ნება-სურვილით. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული.



შეგახსენებთ, რომ ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის. მსუბუქმა ავტომობილებმა, რომელთა ძრავას მოცულობა 30%-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის ოქტომბრიდან უნდა გაიარონ, 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტმობილებისთვის განსაზღვრული ვადა კი 2019 წლის იანვარია. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების 100 ლარს შეადგენს. 

 

 

 

რეზონანსი





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up