გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას შპს „აირბალონი“ განახორციელებს

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას შპს „აირბალონი“ განახორციელებს

person access_time2016-06-22 14:04:19

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრმა ინსპექტირების ორგანო შეარჩია. გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას შპს „აირბალონი" განახორციელებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული მომსახურების გაწევით 5-6 კომპანია იყო დაინტერესებული, თუმცა, აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნები ამ დროისთვის მხოლოდ ერთმა კომპანიამ დააკმაყოფილა.

 

როგორც „კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში განუცხადეს, ხელშეკრულება მათსა და კომპანიას შორის 16 ივნისს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმება და შემდეგ მათ მფლობელებზე დასკვნის გაცემა დაევალა. დასკვნაში  განმარტებული იქნება თუ რამდენად ხარისხიანად და სწორადაა დაყენებული სისტემა.

 

აკრედიტაციის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებით კიდევ რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული.

 

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქამდე აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული არცერთი ინსპექტირების ორგანო არ არსებობდა.

 

ხელისუფლებამ გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება მომდევნო წლამდე გადადო. შესაბამისი გადაწყვეტილება 2016 წლის მარტში მთავრობის სხდომაზე მიიღეს. შედეგად, რეგულაცია 2016 წლის 1 აპრილის ნაცვლად 2017 წლიდან ამოქმედდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მაშინ „კომერსანტის" კითხვის საპასუხოდ განმარტა, ამის მიზეზი ისაა, რომ კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვისცენტრების შესაბამისი აღჭურვა, რათა მათ ინსპექტირება სწორად გაეკეთებინათ.

 


2016 წლის მარტში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" დამფუძნებელი დავით მესხიშვილი მიიჩნევდა, რომ მთავრობას არჩევნებამდე პოლიტიკურადაც არ აწყობდა ასეთი თემების წამოწევა. ასოციაცია წინააღმდეგი იყო ეს საკითხი ამოქმედდეს მანამდე, სანამ სავალდებულო ტექდათვალიერება შევა ძალაში, რადგან, მათი თქმით, მძღოლებისთვის ეს იქნება დამატებითი ტვირთი, მათ შორის ფინანსური კუთხით.


ცვლილების თანახმად, ყველა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც მუშაობს ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე (გაზზე), ტექნიკური შემოწმება 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა გაიაროს.

 

სქემა ასეთია: ცენტრის მიერ აკრედიტირებული კომპანია, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე გასცემს დასკვნას, თუ რამდენად ხარისხიანად და სწორადაა დაყენებული სისტემა. აღნიშნულ დოკუმენტს კი საჭიროების შემთხვევაში საპატრულო პოლიცია ამოწმებს. შედეგად, დაჯარიმების უფლებაც შსს-ს აქვს.


რეგულაციის ძალაში შეცვლის შემდეგ, აირბალონების და აირბალონიანი სისტემის ტექნიკური შემოწმება უნდა განხორციელდეს შემდეგი პერიოდულობით: ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 3 წელიწადში ერთხელ; ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელიწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. სიახლეა ისიც, რომ სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.


„კომერსანტის" ინფორმაციით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სავარაუდო ჯარიმა 100 ლარი იქნება.


შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე ასევე გადადებულია სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა.



 




უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up