რუსეთის, თურქეთის, სერბეთის პრეზიდენტებმა და ბულგარეთის პრემიერმინისტრმა გაზსადენი „თურქული ნაკადი“ გახსნეს. ამის შესახებ Meduza წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გახსნის ცერემონია სტამბოლში გაიმართა.4 ქვეყნის წარმომადგენლებმა სიმბოლური ვენტილი დაატრიალეს.
1 იანვრიდან „თურქული ნაკადით“ გაზი რუსეთიან თურქეთს, საბერძნეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას მიეწოდება. მანამდე ეს სახელმწიფოები ბუნებრივ აირს უკრაინის, მოლდავეთის და რუმინეთის გავლიეთ იღებდნენ.
გაზსადენი ორი მილსადენისგან შედგება, თითოეულის სიმძლავრე 15,75 მილიარდი კუბური მეტრია. პირველი მილსადენით მოხდება გაზის მიწოდება თურქეთისთვის, ხოლო მეორე სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას მოამარაგებს.
2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის თავდაცვით ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელშიც „თურქული ნაკადის“ და “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციებია გათვალისწინებული. კერძოდ, აშშ კომპანიებს ამ პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას უკრძალავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ამერიკულ აქტივებს დაბლოკავს.
Imedinews.ge