გაზრდილი უმუშევრობა, მაქსიმუმ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა – სებ-ის პროგნოზი

გაზრდილი უმუშევრობა, მაქსიმუმ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა – სებ-ის პროგნოზი

access_time2021-03-20 13:15:10

ეროვნულმა ბანკი მიმდინარე 2021 წლისთვის მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. საუბარია საბაზისო, პოზიტიურ და ნეგატიურ სცენარებზე, მათ შორის სებ-ის პროგნოზი მოიცავს, ლარის კურსის, უმუშევრობის, ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შესაძლო განვითარების სცენარს.

ეკონომიკური ზრდა
ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკა მაქსიმუმ 4%-ით გაიზრდება. ამგვარად, ქვეყანა კვლავ ვერ მოახერხებს ეკონომიკის პანდემიამდე არსებული მოცულობის დაბრუნებას, თუმცა 4%-იანი ზრდა სხვადასხვა მიზეზის გამო შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინი იყოს. საქმე ის არის, რომ 4%-ით საქართველოს ეკონომიკა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენა მოხდება, რაც უპირველესად ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული.

ჯერჯერობით ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია არ დაწყებულა და კვლავაც უცნობია, თუ როდის აიცრება მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი კვლავ ვერ აღდგება მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება, რაც ფაქტობრივად 2020 წელს დაწყებული ეკონომიკური რეცესიის გაგრძელებას ნიშნავს. პოზიტიური სცენარით 2022 და 2023 წელსაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ს არ გადააჭარბებს.

ლარის კურსი
შედარებით ოპტიმისტურია მოლოდინები აქვს ეროვნულ ბანკს ლარის კურსთან დაკავშირებითაც. სებ-ის საბაზისო სცენარის მიხედვით, ლარის კურსი წელს უცვლელად შენარჩუნდება, პოზიტიური სცენარი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის 5-%-იან გამყარებას ითვალისწინებს. ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ლარი მიმდინარე წელს 10%-ით გაუფასურდება.

უნდა ითქვას, რომ სებ-ის პროგნოზი გაცილებით უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე სარეიტინგო სააგენტო S&P-ის, რომლის საბაზისო სცენარის მიხედვითაც წლის მიწურულს 1 დოლარის ღირებულება 3.5 ლარს გაუტოლდება. სწორედ ლარის მოსალოდნელი გაუფასურებიდან გამომდინარე სააგენტოს პროგნოზით, წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ს 70%-მდე გაიზრდება.


უმუშევრობა
საგრძნობლად უფრო პესიმისტურად გამოიყურება სებ-ის პროგნოზი უმუშევრობის მიმართულებით. ყველაზე კარგ სცენარში სებ-ის პროგნოზით უმუშევრობა იგივე დარჩება და არ გაიზრდება. საბაზისო სცენარის მიხედვით, უმუშევრობა წლიურ ჭრილში 1%-ით მოიმატებს, ხოლო ნეგატიური სცენარის შემთხვევაში უმუშევართა რაოდენობა 2.5%-ით გაიზრდება.

2020 წლის მეოთხე კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობამ 3.8%-ით მოიმატა, საუბარია დაახლოებით 79 000 მოქალაქეზე, რომლებმაც ამ პერიოდში სამსახური დაკარგეს.

ინფლაცია
საკმაოდ მაღალი რჩება სამომხმარებლო ფასების ზრდის საგრძნობი ზრდის მოლოდინიც. სებ-ის პოზიტიური სცენარი 4%-იან ინფლაციას ვარაუდობს. საბაზისო სცენარის გამართლების შემთხვევაში ინფლაცია 4.5% იქნება, ხოლო ნეგატიური სცენარის შემთხვევაში ფასების 7%-იან მატებას პროგნოზირებს.

ინფლაციის ამგვარი მოლოდინი კიდევ უფრო გაართულებს მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას, რადგან მოქალაქეების დიდი ნაწილის განკარგვადი შემოსავლები ისედაც კლებულობდა და ინფლაცია ამ მიმართულებით წნეხს კიდევ უფრო გაზრდის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფლაციის გამოთვლისას საქსტატი 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ფასებს იყენებს, მათ უდიდეს ნაწილზე ფასები არ იცვლება, რაც დადებითაც მოქმედებს მაჩვენებელზე, თუმცა ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქციაზე როგორიცაა სურსათი, სამედიცინო მომსახურება და ტრანსპორტი ფასების გაცილებით უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელია.

Tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up