გაზრდილი სიღარიბე და შეჩერებული პროექტები - რა დაუტოვა თურნავამ დავითაშვილს

გაზრდილი სიღარიბე და შეჩერებული პროექტები - რა დაუტოვა თურნავამ დავითაშვილს

access_time2022-02-11 10:00:20

ნათია თურნავამ მინისტრის სავარძელი 3 წელი შეინარჩუნა და „ადუღებული“ ეკონომიკის მიუხედავად გადადგომა მოუწია. მის თანამდებობაზე ყოფნას ანაკლიის პორტის საბოლოო გაჩერება, პანდემია და მშპ-ის რეკორდული ვარდნა დაემთხვა. წინამორბედების მსგავსად, გაზრდილი სიღარიბისა და შეჩერებული პროექტებისგან განსხვავებით, სტრუქტურული რეფორმები არც მის სახელთან ასოცირდება, თურნავას შემცვლელის ლევან დავითაშვილის მთავარ მიღწევად, სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს, ფაროსანას დამარცხება ითვლება.

 

ნათია თურნავას კარიერა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქართული ოცნების მმართველობის დროს არ დაწყებულა, ის ეკონომიკის მოადგილის პოსტს სააკაშვილის და შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდებშიც იკავებდა, მინისტრად 2019 წლის აპრილში დაინიშნა.

 

თურნავას სახელის Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერის შემდეგ 273 000 შედეგი ჩნდება, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მინისტრის ვინმესთან შეხვედრის ან განცხადების შესახებ გვამცნობს. საუბარი იმის შესახებ, რომ პანდემიის შემდეგ ეკონომიკა აღდგენასაც გასცდა, რომ საქართველო სიმშვიდისა და სტაბილურობის კუნძულია, რომ ინფლაცია შემცირდება, რომ ინვესტორთა რაოდენობა გაიზრდება, რაღაც აშენდება, რაღაც დამთავრდება... რეფორმების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

ანაკლიის პორტის გარდა კიდევ ერთი დიდი პროექტი, რომელიც თურნავას მინისტრობის დროს გაჩერდა, ნამახვან ჰესი იყო. $800 მლნ-იან პროექტს, რომელსაც წლიურად 1.6 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა, მძლავრი და კარგად ორგანიზებული სოციალური პროტესტი მოჰყვა. მხარეებს შორის დიალოგი, რომელშიც ეკონომიკის მინისტრიც იყო ჩართული, უშედეგო აღმოჩნდა. თურნავას უწყებამ ქუთაისის 19-მეტრიანი ტალღით განადგურების აპოკალიფსური ეჭვები ვერ გაფანტა. ჰესის მოწინააღმდეგეების ერთ-ერთ არგუმენტს ისიც წარმოადგენდა, რომ ახალი ჰესით ელექტროენერგია არ გაიაფდებოდა. ადგილობრივებისთვის სპეც ტარიფის შეთავაზება ან რაიმე სხვა ტიპის შეღავათის მიცემის დაპირება არ გაცემულა. თუ საქმე საარბიტრაჟომდე მივიდა, კონტრაქტის დარევისთვის საქართველოს შესაძლოა რამდენიმე ასეული მლნ-ის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს.

 

ანაკლიის პორტის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, თუმცა მისი მშენებლობის არც დაწყების და არც შეჩერების გადაწყვეტილება ეკონომიკის ან ინფრასტრუქტურის მინისტრის დონეზე არ მიღებულა.

 

თურნავას მინისტრობის დროს საქართველოს ჩინური ელექტრომობილების წარმოება უნდა დაეწყო, მაგრამ მის ნაცვლად ქართული პირბადეების წარმოების დაწყება მოუწია. თავი რომ გავანებოთ ჰესებს, საქართველოში არც ახალი ქარის ელექტროსადგური აშენებულა და არც მზის ელექტროსადგური.



2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წელთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და $1.336 მლრდ შეადგინა, რაც თავის მხრივ 2014 წლის მაჩვენებელზე 27.3%-ით ნაკლები აღმოჩნდა. 2020 წელს ინვესტიციები $572 მლნ-მდე შემცირდა რაც 2005 წლის შემდეგ აღარ მომხდარა, 2009 წელსაც კი FDI-მ $667 მლნ-ს მიაღწია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება 2018 წელს რეინვესტირების წილი მთელს ინვესტიციებში 33%-ს შეადგენდა, 2019 წელს 47.5%-მდე გაიზარდა, 2020 წელს 87.5%-მდე, 2021 წლის სამი კვარტალის ჯამში 84% შეადგინა, უშუალოდ მესამე კვარტალში კი 98%-ს გადააჭარბა. ცოტა უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში TESLA და GOOGLE კი არა, ახალი უცნობი ინვესტორიც კი აღარ შემოდის. რომ არა კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა, რაც რეინვესტირებულ მოგებას 15%-იანი სახდელისგან ათავისუფლებდა, ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ უფრო ნეგატიურ სურათს აჩვენებდა.

 

2019 წელს ექსპორტი 12.4%-ით $3.798 მლრდ-მდე გაიზარდა, 2020 წელს 12%-ით $3.343 მლრდ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი 26.9%-ით $4.243 მლრდ-მდე გაიზარდა. 2020-2021 წლებში ექსპორტში პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა, რაც დიდწილად 2018 წელს ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გახდა შესაძლებელი.

 

2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1.4%-ით $3.269 მლრდ-მდე გაიზარდა, ყველაზე დატვირთულ მესამე კვარტალში კი 6.9%-ით $1.127 მლრდ-მდე შემცირდა, რამაც დანარჩენი პერიოდის 5-8 პროცენტიანი ზრდა თითქმის მთლიანად შთანთქა. ჩავარდნის მიზეზი მოსკოვის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გახდა. 2020 წელს შემოსავლები $542 მლნ-მდე შემცირდა და რომ არა პირველი კვარტალი ვარდნა $150 მლნ-მდე იქნებოდა. 2022 წელს შემოსავალი $1.244 მლრდ-მდე გაიზარდა, ალბათობა იმისა, რომ საქართველო 2019 წლის დონეს თუნდაც 2022 წელს გაუთანაბრდება ჯერ კიდევ უკიდურესად მცირეა.

 

3 წლის წინ თურნავამ გიორგი ქობულია ჩაანაცვლა, რომელიც გარდა იმისა, რომ ანაკლიის პორტს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა, ქვეყანას თავი კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზით დაამახსოვრა - „ეკონომიკური ზრდა ჩვენი თვითმიზანი არ არის“. მინისტრმა ფრაზა იმავე მომენტში განმარტა, მისი თქმით მთავარი კეთილდღეობის ამაღლებაა და 1 ინვესტორის მიერ თუნდაც ძალიან დიდი ქარხნის აშენება მოსახლეობის დიდ ნაწილს სარგებელს ვერ მოუტანდა და ამიტომ აქცენტი ინკლუზიურ განვითარებაზე უნდა გაკეთებულიყო.

 

იმის განსაზღვრა, როგორ განვითარდებოდა საქართველო ინკლუზიურად, ქობულიას მინისტრის პორტფელი რომ შეენარჩუნებინა, რთულია, თურნავას მინისტრობის დროს კი 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 41%-ით 459 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა. გაღარიბების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ორნიშნა ინფლაცია გახდა, რომელზეც პასუხისმგებლობა კანონით ეროვნულ ბანკს ეკისრება.

 

რა მოსაზრებაც არ უნდა ჰქონოდა ქობულიას მშპ-ის ზრდის ტემპზე, ის მაინც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარ განმსაზღვრელად ითვლება. 2019 წელს საქართველოს მშპ 5%-ით გაიზარდა, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ყველაზე მაღალი ტემპით, მაგრამ ეს საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან ნელა. 2020 წელს 1994 წლის შემდეგ პირველად 6.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, 2021 წელს კი 10.6%-იანი ზრდა სწორედ წინა წლის ვარდნის ფონზე იქნა მიღწეული.

 

რაც შეეხება ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილმა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა 1997 წელს 19 წლის ასაკში ჩაიბარა. 2 წლის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. კომერციულ და სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა პოსტზე ყოფნის შემდეგ 2012 წელს დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა, 2014 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, 2016 წლის სექტემბრიდან კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2021 წლიდან ლევან დავითაშვილმა ვიცე-პრემიერობის თანამდებობაც შეითავსა.

 

„გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, გეგმები და ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან - ვაჩვენოთ ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ასევე შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან“, - განაცხადა ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თანამდებობაზე წარდგენისას.

 

გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up