გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე

access_time2021-03-02 10:00:49

2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და მისი მოცულობა 367.56 მლნ ლარს უტოლდება, კლება 14 მლნ ლარია, გაზრდილია სხვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ზრდა 3 მილიონი ლარია.


საკონვერსიო ოპერაციებიდან კი სექტორმა 13.46 მლნ ლარის ზარალი მიიღო. გარდა შემოსავლებისა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ხარჯების ნაწილშიც, რომლის მოცულობაც მიუხედავად საპროცენტო ხარჯების მატებისა 2020 წლის დეკემბერთან შედარებით 24.4 მლნ ლარით არის შემცირებული.


გარდა შემოსავლებისა და ხარჯისა მნიშვნელოვანი ცვლილებებია დეპოზიტებისა და სესხების კუთხითაც. მაგალითად, დეპოზიტების მოცულობა 2021 წლის პირველი თებერვლისათვის 34.88 მილიარდი ლარია, ზრდა პირველი იანვრის შემდეგ 0.72 %-ს შეადგენს, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 38.55 %, პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით ლარიზაცია 0.06%-ით არის შემცირებული.


დეპოზიტებისგან განსხვავებით, 2021 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, შემცირება 48.2 მლნ ლარია. აღნიშნული ცვლილებების შედეგად 2021 წლის პირველი თებერვლისათვის საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი 44.14 %-ს შეადგენს, შემცირება 0.18% არის.



აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ყველა საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვარს უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10,96% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,26%-ით მეტია. 2%-ზე მეტით, 23.62%-მდე გაძვირდა ავტოსესხზე საპროცენტო განაკვეთი. 18,17%-დან 19,39%-მდე გაძვირდა ლომბარდული სესხი. რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამომხმარებლო სესხებს, მიმდინარე წლის იანვარში 20,56%-ს შეადგენდა, წინა თვეში კი 20,28% იყო. 


შეცვლილი საპროცენტო განაკვეთები ბიზნეს დაკრედიტების ნაწილში შემდეგნაირად გამოიყურება:

● საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით: მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ფინანსური შუამავლობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება.

● საშუალო საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით: მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება.


აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ლარში ბიზნეს სესხების საშუალო პროცენტმა - 11.54% -დან, 12.09%-მდე მოიმატა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 7.13%-დან, 6.97%-მდე შემცირდა.


2020 წლის იანვარში შემოსავლების მოცულობამ ჯამურად 410.9 მლნ ლარი შეადგინა, საოპერაციო ხარჯებმა კი 305.9 მლნ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up