გაზრდილი მოთხოვნის გამო ფიტნეს კლუბები ახალ ფილიალებს ხსნიან

გაზრდილი მოთხოვნის გამო ფიტნეს კლუბები ახალ ფილიალებს ხსნიან

access_time2017-09-02 12:00:48

გაზრდილი მოთხოვნის გამო ფიტნეს კლუბები გაფართოებას გეგმავენ. მხოლოდ ქალბატონებისთვის განკუთვნილი ფიტნეს კლუბი „სითი ფიტნესი“ ერთი წლის წინ გაიხსნა. კომპანიის დამფუძნებელი ნათია ფარცხალაძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ გახსნის დღიდან „სითი ფიტნესს“ მომხმარებლები საკმაოდ სწრაფი ტემპით ემატება. მისივე თქმით, „სითი ფიტნესის“ მთავარი სარეკლამო არხი მომხმარებლები არიან. კლუბის სტანდარტის მიხედვით თითო ჯგუფში 15 მოვარჯიშეზე მეტი არ დაიშვება, დღევანდელი მონაცემებით კი თითქმის ყველა ჯგუფი შევსებულია.

 

ფარცხალაძის თქმითვე, ფიტნეს კლუბი თავიდანვე შეიქმნა როგორც ქსელური ბრენდი და ერთწლიანი გამოცდილების შემდეგ გადაწყდა მეორე ფილიალის გახსნა. ირკვევა, რომ მეორე ობიექტი დიდი მოთხოვნის გამო საბურთალოს რაიონში იქნება და ახალი წლისთვის გაიხსნება. კომპანია სამომავლოდ რეგიონებში შესვლასაც გეგმავს, ამჟამად ბათუმში შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს და შედეგების მიხედვით გადაწყდება ობიექტის გახსნა.

 

/

 

ნათია ფარცხალაძე ამბობს, რომ „სითი ფიტნესი ბევრად განსხვავდება იმ დიდი ფიტნეს კლუბებისგან, სადაც უამრავი ადამიანი ერთად ვარჯიშობს. კომპანია მომხმარებელს მხოლოდ ჯგუფურ ვარჯიშებს სთავაზობს. ფარცხალაძის მტკიცებითვე, „სითი ფიტნესი„ ინსტრუქტორების პროფესიონალიზმით გამოირჩევა, რაც დღეს ბაზარზე დიდი დეფიციტია.

 


გაფართოება დაგეგმილი აქვს  „ოკტოპუს ფიტნეს კლუბს“, რომელიც სანდრო ეულის ქუჩაზე ერთი წლის წინ გაიხსნა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ზუსტი პერიოდი არ არის დადგენილი, თუმცა მეორე ფილიალი აუცილებლად გაიხსნება. მისივე თქმით, „ოკტუპუს ფიტნეს კლუბი“ ხარისხზეა ორიენტირებული, კლუბში უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო ტექნიკაა წარმოდგენილი და ერთი წლის განმავლობაში მოახერხეს სხვა ფიტნეს კლუბებიდან მომხმარებლების გადაბირება.

 

/

 

ვაკეში მდებარე ფიტნეს კლუბ „წრე“-ს ხელმძღვანელი გიორგი ხვედელიძეც ამბობს, რომ მათი მომხმარებლების რაოდენობა მზარდია, დღეისათვის 400 ლოიალური კლიენტი ჰყავთ და ამიტომ მეორე ფილიალის გახსნას საბურთალოს ტერიტორიაზე გეგმავენ. ხვედელიძის მტკიცებით, მომხმარებელს მუდმივი სიახლეებით, დარბაზებში სისუფთავით და ადგილმდებარეობით იზიდავენ.

 

/

 

 

ავტორი: სალომე სოსელია




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up