გაზრდილი მოთხოვნა შიდა განვადებებზე - როგორი ტიპის ბინებზე აკეთებენ არჩევანს თბილისში

გაზრდილი მოთხოვნა შიდა განვადებებზე - როგორი ტიპის ბინებზე აკეთებენ არჩევანს თბილისში

access_time2019-07-07 20:55:44

საბანკო რეგულაციების პარალელურად თბილისში ბინების შიდა განვადებებზე მოთხოვნა იზრდება. ამასთან, როგორც დეველოპერების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მომხმარებლები ძირითადად გარეუბნებში მდებარე პატარა, სტუდიოს ტიპის ბინებით ინტერესდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ, ბოლო წლების ტენდენცია არ შეცვლილა.


რაც შეეხება ზოგადად ბინებზე მოთხოვნას, სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ამბობს, მომხმარებლები ძირითადად პატარა ზომის ფართებს და ისიც, შიდა განვადებით ითხოვენ.


„სიმართლე გითხრათ, ზოგადად, ბინებზე მოთხოვნა ძალიან შემცირებულია (შემცირება დაახლოებით, 50%-ს აღემატება). ამის მიზეზი საბანკო რეგუალციებთან ერთად, ლარის არასტაბილურობა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითრებული მოვლენებია, ვგულისხმობ აქციებს. ეს ყველაფერი ერთიანობაში ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
რაც შეეხება ბინების ტიპს, ძირითადად პატარა ზომის ფართებს ირჩევენ და აქაც შიდა განვადებებზეა მოთხოვნა“,-აცხადებს არჩილ ჯაყელი.


მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების უმრავლესობა გარეუბნებით ინტერესდება, ხოლო ის, ვისაც ბინა ცენტრალურ უბანში უნდა, როგორც წესი, დიდი ზომის ფართებს ირჩევს.


„უფრო მასიური გაყიდვები გარეუბნებში გვაქვს. ხოლო ცენტრალურ უბნებში შედარებით დიდი ფართის ბინებს ირჩევენ. რაც შეეხება სეგმენტს, ძირითადად ადგილობრივები არიან, მეტიც, მხოლოდ ერთი ბინა მახსენდება, რომელიც ევროპელებმა ძველ თბილისში შეიძინეს“,- აცხადებს არჩილ ჯაყელი.



კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ პატარა ზომის, დაახლებით, 60კვ.მ ფართობის ბინებზეა მოთხოვნა მათი კომპანიის შემთხვევაშიც. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ტენდენცია მთელს თბილისშია.
„ძირითადი მოთხოვნა 60 კვ.მ ფართობის ბინებზე მოდის. მომხმარებლების დაახლოებით, 80% სტუდიოს ტიპის ბინებს ირჩევს. თუმცა ეს ტენდენცია მთელს თბილისშია.


მისივე თქმით, ბინების შეძენის მსურველთა 97% ადგილობრივია, ხოლო 3% არარეზიდენტები.


რაც შეეხება ბინებზე ზოგად მოთხოვნას, თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ საბანკო შეზღუდვებმა ნეგატიური გავლენა იქონია, რასაც მერიის მიერ დაწესებული შეზღუდვებიც დაემატა.


„მერიის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა მშენებლობების რაოდენობა შეამცირა. ამას კი ბინებზე მოთხოვნა ცალსახად გაზარდა. ახლა, როგორც ვიცით, ეროვნული ბანკი სამშენებლო სექტორისთვის რეგულაციებს არბილებს და ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. თუმცა, ზუსტი სტატისტიკა დაახლოებთ, თვენახევარში გვეცოდინება“,- აღნიშნავს თორნიკე აბულაძე.


bpn





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up