გაზრდილი მომხმარებელი და შემცირებული იჯარა - სავაჭრო ცენტრებმა COVID-ის კრიზისიდან გამოსვლა დაიწყეს

გაზრდილი მომხმარებელი და შემცირებული იჯარა - სავაჭრო ცენტრებმა COVID-ის კრიზისიდან გამოსვლა დაიწყეს

access_time2020-09-10 11:00:09

ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისგან სავაჭრო ცენტრებმა გამოსვლა, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ უკვე დაიწყეს. უმსხვილესი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები სექტემბერში მომხმარებელთა ნაკადის ზრდასა და დადებით ტენდენციაზე საუბრობენ.

 

„გალერეა თბილისის“ დირექტორი ნიკა ცინცაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ სავაჭრო ცენტრს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა, ამ ეტაპზე ტენდენცია გაუმჯობესებულია და სავაჭრო ცენტრში ფილიალი მხოლოდ ორმა ბრენდმა დახურა.

 

„მოლი მეტ-ნაკლებად დატვირთვულია. მართალია პანდემიამდე რაც იყო, ისეთი არ არის, მაგრამ უცხოელი ტურისტების არარსებობის მიუხედავად, ტენდენცია გაუმჯობესებულია. გახსნისთანვე იყო მატება, სექტემბერში კი ზაფხულთან შედარებით მომხმარებელთა ნაკადმა 10%-ით მოიმატა. გაყიდვების კუთხით, ძველ ნიშნული მომავალ წლამდე არ დაუბრუნდება, მაგრამ ტენდენცია დადებითია. თითქმის ყველა ბრენდი გაიხსნა, დახურვით მხოლოდ ორი, „სუპერის“ და „ბატას“ ფილიალები დაიხურა, თუმცა ეს პანდემიის მიზეზით იყო, თუ სხვა ფინანსური კრიზისით, ვერ გეტყვით.


პანდემიის პერიოდშიც და ახლაც სხვადასხვა ბრენდების მხრიდან დიდი მოთხოვნა იყო, რომ „გალერეა თბილისში“ შემოსულიყვნენ. რამდენიმე ბრენდია, რომელთაც შემოსვლა უნდათ, მაგრამ ცოტა უფრო ფრთხილად ვუდგებით შერჩევის პროცესს და ამ ეტაპზე ვერ გავაჟღერებთ მათ ვინაობას. კვების ობიექტებიც საკმაოდ კარგად მუშაობენ, პანდემიამდე რა სიტუაციაც იყო, იგივე არაა, თუმცა, არც დიდი სხვაობაა. როდესაც დახურულები ვიყავით მაღაზიები იჯარას არ იხდიდნენ, გახსნის შემდეგ ყოველთვიურად ყველა მოიჯარეს ვეთანამშრომლებით და იმის მიხედვით, როგორ მუშაობენ, თავის ჭრილში ყველას ვუმცირებთ გადასახადს“, - აღნიშნა ნიკა ცინცაძემ.

 


მოიჯარეებისთვის გაწეულ დახმარებაზე და შემცირებულ იჯარაზე ისაუბრა „კომერსანტთან“ საბურთალოსა და გლდანის „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა. მისი თქმით, პანდემიის დროს არცერთი მაღაზია არ დახურულა, უახლოეს მომავალში კი ახალი ბრენდების შემოსვლა იგეგმება.


„ზოგადად გაყიდვების კუთხით მატება შეინიშნება. სექტემბერ-ოქტომბერში აგვისტოსთან შედარებით ხალხის ნაკადი სავაჭრო ცენტრებში ისედაც ყოველთვის იმატებს. მოლი სრულად არის დატვირთული, პანდემიის გამო, რომელიმე მაღაზია რომ დახურულიყო ასეთი შემთხვევა არ გვქონია. საიჯარო კუთხით შეღავათები დავაწესეთ და ახლაც გვაქვს მოლაპარაკებები და მიმდინარეობს გადახედვა. სიახლეებსაც ვგეგმავთ, გვემატება ახალი ბრენდები, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე  ვერ გეტყვით რომელ ბრენდებზეა საუბარი“, - განმარტა ლევან მესხელმა.

 

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე ამბობს, რომ ზაფხულთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა და ხარჯვის წილიც დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი.


„პანდემიის შემდეგ ზოგადი კლება შეინიშნება, როგორც ჩვენთან, ასევე მთლიანად სექტორში. სავაჭრო ცენტრების ნავაჭრის მთლიანი წილი შემცირებულია, როგორც ხარჯვის, ისე ადამიანების რაოდენობის მიხედვით. თუმცა, სწავლის დაწყების წინ, მომხმარებელი საგრძნობლად გააქტიურებულია, მატემა წინა თვეებთან შედარებით 30%-ით გვაქვს.


„ისთ ფოინთი“ პანდემიის შემდეგ სრული დატვირთვით გაიხსნა. საბედნიეროდ, არ დაგვიკარგავს არცერთი ბრენდი და არ დახურულა მაღაზიები. კვების ობიექტებიც კარგი დატვირთვის მუშაობს. „ზარას“ მაღაზიების ქსელს რაც შეეხება, მსოფლიოში არსებული ვითარების მიუხედავად, ჯერჯერობით არ საუბრობენ საქართველოში მაღაზიის დახურვაზე. პანდემიის პერიოდში,სანამ „ისთ ფოინთი“ არ ფუნქციონირებდა, ყველა დამქირავებელს იჯარა შეჩერებული ჰქონდა. პანდემიის დასრულების შემდეგ, ინდივიდუალურად, განახლებულ საიჯარო პირობებზე შევჯერდით“, - განმარტა თეიკო ლომინაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up